დონალდ ტრამპი - რატომ უნდა სურდეთ „რესპუბლიკელებს“, რომ „დემოკრატების“ რუპორმა „ამერიკის ხმამ“ მუშაობა გააგრძელოს - მოკალით ის!

რატომ უნდა სურდეთ „რესპუბლიკელებს“, რომ „დემოკრატების“ „რუპორმა“ „ამერიკის ხმამ“ მუშაობა გააგრძელოს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ეს სრული მემარცხენე კატასტროფაა და არცერთმა „რესპუბლიკელმა“ არ უნდა დაუჭიროს მხარი მის შენარჩუნებას. მოკალით ის!“, - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

ამასთან, აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM), უფროსმა მრჩეველმა, კერი ლეიკმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ სააგენტო, რომლის შემადგენლობაში „ამერიკის ხმაც“ შედის, „მთლიანად კორუმპირებულია“.

„უმჯობესი იქნება, რომ მთლიანად დაიშალოს და ყველაფერი თავიდან დაიწყოს“, - აღნიშნა კერი ლეიკმა.

ცნობისთვის, გასულ კვირას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „ამერიკის ხმის“ 600-ზე მეტ თანამშრომელს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აცნობა. USAGM-ის უფროსი მრჩევლის, კერი ლეიკის ცნობით, მარტის შემდეგ სააგენტოს თანამშრომლების რაოდენობა 85%-ით შემცირდა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა