თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე - მიაჩნიათ, რომ შესაძლოა რეიტინგი გაიზარდონ, ამიტომ კომისიას საკუთარ თავს სთავაზობენ: „ხომ არ ჩაგვაგდებდი ისეთ მდგომარეობაში, რომ თვითდაკავება განვახორციელო?“ - რაც შეეხება ზურაბიშვილს, მის დაბარებას მხარს არ დავუჭერ

[ოპოზიციონერებს] მიაჩნიათ, რომ შესაძლოა თავიანთი რეიტინგი უნდა გაზარდონ და ამიტომ, კომისიას თავის თავს გვთავაზობენ - „ხომ არ ჩაგვაგდებდი ისეთ მდგომარეობაში, რომ მეც თვითდაკავება განვახორციელო?” - არა, ისინი თვითდაკავებას ვერ განახორციელებენ, ასეთი განზრახვა არ არის, - ასე უპასუხა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, თენგიზ შაემანაშვილმა შეკითხვას, რომელიც კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკავებული პოლიტიკოსების რიცხვის შესაძლო გაზრდას შეეხებოდა.

მისი თქმით, “ეს არ არის დაკავება, ეს არის თვითდაკავება“.

„ეს ტერმინი პირველად მე გამოვიყენე და საავტორო უფლებებს ვერ წამართმევენ - ეს არ არის დაკავება, ეს არის თვითდაკავება. როდესაც შენ მთელ პროცედურებს არღვევ, თვეობით გაფრთხილებთ ეს არ გააკეთოთო და მაინც აკეთებ, ეს უკვე სახელმწიფოს ინიციატივა კი არა შენი საკუთარი ინიციატივაა. ახლა საოცარი რამ ხდება - მიაჩნიათ, რომ შესაძლოა თავიანთი რეიტინგი უნდა გაზარდონ და ამიტომ, კომისიას თავის თავს გვთავაზობენ - „ხომ არ ჩაგვაგდებდი ისეთ მდგომარეობაში, რომ მეც თვითდაკავება განვახორციელო?” - არა, ისინი თვითდაკავებას ვერ განახორციელებენ, ასეთი განზრახვა არ არის”, - განაცხადა შარმანაშვილმა.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საგამოძიებო კომისიაზე დაბარებას, შარმანაშვილმა უპასუხა, რომ თუ კომისიიდან ვინმე ამ საკითხს დააყენებს, ის მხარს არ დაუჭერს.

„მე პირადად ამისი არანაირი სურვილი არ მაქვს. თუ კომისიიდან ვინმე ამ საკითხს დააყენებს, მე მხარს არ დავუჭერ. ადამიანისგან, რომლისგანაც რაიმე ობიექტური ინფორმაციის მოსმენა შეუძლებელია, აქ არაფერში არ მჭირდება. ის რომ თვითდაკავების პროცედურა გაითამაშოს - მე ამას ხელს ვერ შევუწყობ“, - განმარტა შარმანაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა