იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები, რომლებიც ჯგუფური ძალადობის მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს სასამართლომ სავალდებულო წესით დაუნიშნა, საქმიდან ჩამოცილებას ითხოვენ

იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები, რომლებიც ჯგუფური ძალადობის მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს სასამართლომ სავალდებულო წესით დაუნიშნა, საქმიდან ჩამოცილებას ითხოვენ.

როგორც ადვოკატმა ირაკლი ბენიამ განაცხადა, მან გუშინ მის დასაცავ 4 პირთან - რევაზ კიკნაძესთან, ვალერი თეთრაშვილთან, ონისე ცხადაძესთან და რუსლან სივაკოვთან პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტი დაჯავშნა, თუმცა, ბრალდებულებმა უნდობლობა გამოუცხადეს და მას არ შეხვდნენ.

ადვოკატი საქმიდან ჩამოცილებას ითხოვს. მას მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა იმ განმარტების წაკითხვის საშუალება არ მისცა, რითაც ადვოკატს სურდა განემარტა, თუ რა დროს ინიშნება საზოგადოებრივი ადვოკატი.

„რევაზ კიკნაძესთან და ონისე ცხადაძესთან ჩემი კომუნიკაციაც არ შედგა, საკნიდან არ ამოვიდნენ, რაც შეეხება ვალერი თეთრაშვილს და რუსლან სივაკოვს, ისინი ამოვიდნენ, მაგრამ როცა გაიგეს, რომ მე ახლადდანიშნული ადვოკატი ვიყავი, შეხვედრის ადგილი დატოვეს. ჩემი კომუნიკაცია ორ ადამიანთან არ შედგა...

დაკავებულებს ვეთანხმები, მინიმუმ ბრალდებულებთან კომუნიკაციაც არ შედგა, ორი მათგანი საერთოდ ნდობასაც არ მიცხადებს, შეხვედრის ოთახშიც არ ამოვიდა, ფიზიკურადაც არ ამოვიდნენ. აქ ნათელია ყველაფერი, რა თქმა უნდა, ვეთანხმები ბრალდებულებს და ვითხოვ ჩამოცილებას",- განაცხადა ბენიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს