საბა ბუაძე „ქართული ოცნების“ კანონპროექტებზე - კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მათი სისუსტის დემონსტრირების გარდა, ეს კანონპროექტები ვერანაირ მიზანს ვერ აღწევს - ამ ქვეყანაში აზროვნება და ამ აზროვნების შედეგის გაჟღერება ვერ აიკრძალება

ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მათი სისუსტის დემონსტრირების გარდა, ეს კანონპროექტები ვერანაირ მიზანს ვერ აღწევს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტებს გამოეხმაურა.

როგორც ბუაძემ აღნიშნა, ამ ქვეყანაში აზროვნება და ამ აზროვნების შედეგის გაჟღერება ვერ აიკრძალება.

„ყველა მათი [„ქართული ოცნების“] განცხადება და მოქმედება არის იმის დასტური, რომ მათ არ გააჩნიათ საზოგადოების მხარდაჭერა, ყველანაირად ცდილობენ, რომ შეინარჩუნონ ხელისუფლება და ზუსტად ამის ნაწილია თავისუფალი აზრის და სიტყვის წინააღმდეგ მიღებული კანონპროექტები. ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მათი სისუსტის დემონსტრირების გარდა, ეს კანონპროექტები ვერანაირ მიზანს ვერ აღწევს. იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში აზროვნება და ამ აზროვნების შედეგის გაჟღერება ვერ აიკრძალება, რუსული სახელმძღვანელოს მიხედვით, როგორ ძალიანაც არ უნდა ცდილობდეს ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ამის გაკეთებას“,- განაცხადა საბა ბუაძემ.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ დააინიციირა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები. კანონპროექტის მიხედვით, სასამართლოში - სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზსა და სასამართლოს ეზოში მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება. სასამართლოს სხდომის ფოტო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს.

გარდა ამისა, ცვლილებები შედის „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონშიც. კანონპროექტის მიხედვით, ცილისწამების თაობაზე დავების განხილვისას სასამართლოში მტკიცების ტვირთის გადატანა მოპასუხეზე მოხდება, ხოლო მოსარჩელე, რომელმაც შესაძლო მორალური და რეპუტაციული ზიანი მიიღო, მოპასუხის მიერ გავრცელებული ფაქტების მცდარობის მტკიცების ტვირთისგან გათავისუფლდება. ამასთან, “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის 100-დღიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს ცილისწამების თაობაზე სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა შეუძლია, ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდგომ იმ განცხადებებზე გავრცელდება, რომელიც ახალი კანონის ამოქმედებამდე გაკეთდა, თუმცა ხანდაზმულობის 100 დღიანი ვადა გასული არ არის.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის