თამარ ჩერგოლეიშვილი - რამდენიც არ უნდა ეჯაჯგუროთ ზურაბიშვილს, რომ მე და ბოკერია „წინააღმდეგობის პლატფორმაში“ არ უნდა ვიყოთ, ამით მაქსიმუმ თავები და პლატფორმა გაანადგუროთ

თქვენ გჭირდებათ, რომ თქვენთან ვიყოთ, თორემ ჩვენ ანტისისტემური მუჯლუგუნებით ვიზრდებით, ანუ ჩვენი მხრიდან კომპრომისია, რომ საერთო ფორმატში ყოფნას ვთანხმდებით - შეიგნეთ, შეიფერეთ და სწორ გზას გამოჰყევით, ან არა და გავაგრძელებთ თქვენს გზიდან გადარეცხვას, სანამ ჩვენი გზა ტაძართან არ მიგვიყვანს,- ასე მიმართავს პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი, საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილ „წინააღმდეგობის პლატფორმაში“ მონაწილე მხარეებს.

აღნიშნულის შესახებ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს.

თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, „ზურაბიშვილთან ჯაჯგურს“ რომ პოლიტიკოსები - გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი პლატფორმის ნაწილი აღარ იყვნენ, შესაძლოა, მაქსიმუმ „წინააღმდეგობის პლატფორმის“ განადგურება მოჰყვეს.

„მეგობრებო, უკვე ძალიან წვალობთ და ეგებ დაგეხმაროთ, ვცდი: რამდენიც არ უნდა ეჯაჯგუროთ სალომე ზურაბიშვილს იმაზე, რომ მე და ბოკერია პლატფორმაზე არ უნდა ვიყოთ, ამით მაქსიმუმ თავები და პლატფორმა გაანადგუროთ - სხვას ვერაფერს მიაღწევთ. თქვენ უფრო გჭირდებით ჩვენ - ბოკერია და მე, ვიდრე ჩვენ - თქვენ.

აქამდე, რომ ამას ვერ მიხვდით, მხოლოდ თქვენს სიჩლუნგეზე და თვით დესტრუქციულობაზე მეტყველებს. მეგობრულად გაფრთხილებთ: ან გონს მოეგეთ და გაიაზრეთ, რომ გაცილებით ძლიერები რომ იყავით, მაშინ ვერ მოგვერიეთ - საქმე გააფუჭეთ უბრალოდ თქვენიც და საერთოც. ახლა ხომ მთლად დანაცრულები ხართ და რა "გაბლატავებთ" და რისი იმედით? - გაუგებარია.

ანტისისტემურ გარემოში გავიფურჩქნე, ეგ ხომ იცით - სპექტრს მთლიანად რომ გირტყამთ, ჯანში მიგვდის. თქვენ გჭირდებათ, რომ თქვენთან ვიყოთ, თორემ ჩვენ ანტისისტემური მუჯლუგუნებით ვიზრდებით, ანუ ჩვენი მხრიდან კომპრომისია, რომ საერთო ფორმატში ყოფნას ვთანხმდებით (სწორად მიგვაჩნია ასეთი ფორმატი და იმიტომ, თორემ თქვენი ხათრი კი არ გვაქვს) და ან შეიგნეთ, შეიფერეთ და სწორ გზას გამოჰყევით, ან არა და გავაგრძელებთ თქვენს გზიდან გადარეცხვას, სანამ ჩვენი გზა ტაძართან არ მიგვიყვანს“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი