ნინო წილოსანი - გიორგი გახარია და მისი პარტიის წევრები იმუნიტეტს და მანდატს გამიზნულად იუქმებენ

გიორგი გახარია და მისი პარტიის წევრები იმუნიტეტს და მანდატს გამიზნულად იუქმებენ. მანდატის გაუქმების შემდგომ, რა თქმა უნდა, მათ იმუნიტეტიც გაუუქმდებათ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებისთვის მანდატების შეჩერებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მანდატების გაუქმების შემდგომ, პარტიის წევრები მოკლებული იქნებიან იმ „ბენეფიტებს”, რომელიც შესაძლოა პარლამენტის წევრობას ჰქონდა - მათ შორის ხელფასი, იმუნიტეტი თუ სხვ.

„გიორგი გახარია და მისი პარტიის წევრები იმუნიტეტს და მანდატს გამიზნულად იუქმებენ. მანდატის გაუქმების შემდგომ, რა თქმა უნდა, მათ იმუნიტეტიც გაუუქმდებათ. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი გააზრებულად არ შემოდიოდნენ, არ ესწრებოდნენ პარლამენტის სესიებს და არ მონაწილეობდნენ პროცესში, რა თქმა უნდა, კანონისა და შესაბამისი მუხლების მიხედვით მათ მანდატი უუქმდებათ, რაზეც პარლამენტი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის შემდგომ, ისინი მოკლებული იქნებიან იმ ბენეფიტებს, რომელიც შესაძლოა პარლამენტის წევრობას ჰქონდა - მათ შორის ხელფასი, იმუნიტეტი თუ სხვ. არასწორი და მცდარია ნებისმიერი სხვა კონკრეტული ფაქტის მიბმა იმაზე, რომ ჩვენ რეგლამენტს აღვასრულებთ და როდესაც დეპუტატი აცდენს სხდომებს და არ ესწრება, უუქმდება მანდატი“, - განაცხადა წილოსანმა.

კითხვაზე, იმიტომ ხომ არ ჩქარობს „ქართული ოცნება“ იმუნიტეტის შეჩერებას, რომ გახარიას ბრალი დაუსწრებლად შეუფარდონ, წილოსანმა უპასუხა, რომ ეს ფორმულირება არასწორია და წესით და რეგლამენტით მოუწია ვადა, რომ გახარიას პარტიის წევრებისთვის მანდატის შეწყვეტა განიხილონ.

„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმ კანონის ფარგლებში ჯდება, რომლითაც პარლამენტი ხელმძღვანელობს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, მომავალ კვირას, 30 ივნისს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს და შესაბამის დასკვნას მოამზადებს.

აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის საფუძვლით დადგა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს