მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა რევაზ კიკნაძე დარბაზიდან გააძევა

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რევაზ კიკნაძე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

გალუსტაშვილმა კიკნაძეს ასე მიმართა, "გაძევებული ხართ მოსამართლის დაუმორჩილებლობის გამო".

კიკნაძე პოზიციას დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხთან დაკავშირებით აფიქსირებდა, რა დროსაც მას მოსამართლემ საქმის გარშემო საუბრისკენ მოუწოდა.

"ახალი დანაშაულიო, ძველი რა არის? ვინ დავაზიანე, რა დავაზიანე? ამდენი ვაი მოწმე რომ გვყავდა, ეს არავის უთქვამს, ყველა მოწმე ამბობს, არ დამინახავსო, არ ვიციო. ძველი დანაშაული არ არსებობს და ახალი როგორ უნდა ჩავიდინო?

ლუკა ჯაბუაზე მინდა ვთქვა, 21 წლისაა, ყველა მოსვლაზე ამბობს, რომ მომისჯიან, უნდა ვისწავლო ციხიდანო, რა მოხდება, რომ ადამიანმა გარედან ისწავლოს?...

მე უნდა ვიხვეწებოდე, რომ გარეთ გამიშვან? რა მინდა აქ საერთოდ?... ამბროსი ხელაია დაიჭირეს, რომელიც რუსებს ებრძოდა, მთელი ცხოვრება იმას შესწირა, რომ ქართული ეკლესია არ გარუსებულიყო",- განაცხადა კიკნაძემ.

მოსამართლემ მას მოუწოდა, საქმის გარშემო ესაუბრა.

"ლაპარაკის უფლება არ მაქვს? შემხებლობაში რომ არაა, საიდან იგებთ, შუაში მაწყვეტინებთ. ხან ამბროსი ხელაიაზე მაწყვეტინებენ, ხან ანწუხელიძეზე, არაპატრიოტები არიან, საქართველო რომ არ უყვართ…..წინაზე იმიტომ გამაძევეს, რომ ანწუხელიძე ვახსენე", - განაცხადა კიკნაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს