ონისე ცხადაძე პროკურორებს - ერთი ადგილიც მითხარით, თეორიულად, სად შეიძლება მივიმალო? - ერთადერთი ადგილი მაქვს, სადაც მივიმალები, გაბიტაშვილმა სიგელი რომ გადმოგცათ, მის უკან ვიქნები

ერთადერთი ადგილი მაქვს, სადაც მივიმალები, გაბიტაშვილმა სიგელი რომ გადმოგცათ, იმ სიგელის უკან ვიქნები მიმალული, - ამ სიტყვებით მიმართა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ საქმის პროკურორებს.

დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გადასინჯვაზე მსჯელობისას ცხადაძემ განმარტა, რომ პროკურატურა 7 თვეა, ორ არგუმენტს აჟღერებს სასამართლო პროცესზე, რაც ბრალდებულების მხრიდან ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენასა და მიმალვის საფრთხეს გულისხმობს.

ცხადაძის თქმით, ამის საფრთხეები არ არსებობს.

"ახალი დანაშაულის საფრთხეს ლოგიკაში ვერ ვხვდები. ვთქვათ, დანაშაული ჩავიდინე და 4 წელი მომისაჯეს, რომ გამოვალ, მერე? ციხე ჩემთვის გამოსასწორებელი ადგილი არ არის, მე ვარ წესიერი მოქალაქე, რომელსაც არასდროს დაუშავებია ცხოვრებაში. ახლა ვფიქრობ, 33 წლის რომ გამოვალ აქედან, გაბოროტებული, მაგრამ არ გავბოროტდები, ასეთი ადამიანი არ მგონია, ვიყო.

მიმალვის საფრთხეო, ერთი ადგილიც მითხარით, თეორიულად, სად შეიძლება მივიმალო. ბატონო მოსამართლე, არ გეცოდინებათ და გეტყვით, ჩემი ყოველი დილა იაფფასიანი ენერგეტიკულით და სიგარეტით იწყებოდა, მე სად უნდა მივიმალო, ერთი ადგილი მაინც რომ მითხრათ, სად მივიმალები? მილიონჯერ მითქვამს, ვივლი გარედან. მომისჯით? კი ბატონო, არ მეშინია ამის, გააზრებული მაქვს სადაც ვიდექი და რატომ ვიდექი.

თეორიულად მითხარით, ჩემს ადგილზე რომ წარმოიდგინოთ თავი, სად შეიძლება მივიმალო? შეგიძლიათ მითხრათ?

მე ვიტყვი მაშინ, ერთადერთი ადგილი მაქვს, სადაც მივიმალები, გაბიტაშვილმა სიგელი რომ გადმოგცათ, იმ სიგელის უკან ვიქნები მიმალული", - განაცხადა ცხადაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძეს და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია