ნინო კალანდაძე - თითქოს ბოროტ ექსპერიმენტში ვართ - ყველაზე ცუდ სცენარსაც ვწინასწარმეტყველებ, მაგრამ არა იმ გაგებით, რომ ვიზალიბერალიზაციას მალე შეგვიჩერებენ

„ჭავჭავაძის ცენტრის“ დამფუძნებლის, ნინო კალანდაძის განცხადებით, ევროკავშირმა შესაძლოა არ გამოიყენოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი საქართველოსთან მიმართებით, რადგან ფიქრობენ, რომ ეს იქნება ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

როგორც კალანდაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას დიდი მხარდაჭერა არ აქვს პარტნიორების მხრიდან.

„თითქოს, რაღაც ბოროტ ექსპერიმენტში ვართ. ამ პროცესების შეფასებისას განსაკუთრებულად ფხიზლად ვარ და ყველაზე ცუდ სცენარსაც ვწინასწარმეტყველებ. არა იმ გაგებით, რომ ვიზალიბერალიზაციას მალე შეგვიჩერებენ, რადგან ამას დიდი მხარდაჭერა არ აქვს ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ეს კარგია, რადგან ვიზალიბერალიზაციის გაუქმება პირველ რიგში, იქნებოდა ხალხის წინააღმდეგ მიმართული აქტი და არა რეჟიმის წინააღმდეგ. იძულების ბერკეტად იმ შემთხვევაში იქნებოდა გამოყენებული თუკი ხალხი არ გააპროტესტებდა იმას, რაც ხდება. ამაზე მეტად როგორ უნდა აიძულო ხალხი?! 200-დღეზე მეტია ქუჩაში გამოდის.

ეს ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნება და ამის გამო ბევრი დედაქალაქი თავს იკავებს, ეს არის ინფორმაცია რომელიც ხელთ მაქვს, მათ შორის პარტნიორებთან კომუნიკაციიდან“, - განაცხადა კალანდაძემ.

მისივე თქმით, დამიზნებითი სანქციები ევროკავშირისთვის რთულია, რადგან ერთიანობის პრინციპს იცავს.

„დამიზნებითი სანქციები უფრო მარტივად გამოსდით ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან დიდი ბრიტანეთი და აშშ-ი. ამაში ნაკლებად მოქნილია ევროკავშირი, რადგან მათთვის ერთიანობის პრინციპი არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი”,- განაცხადა კალანდაძემ.

მისივე მოსაზრებით, „ქართული ოცნების“ მიზანია საქართველო ვერ გახდეს ევროკავშირის ან ევროატლანტიკური ოჯახის წევრი.

როგორც დოლიძე განმარტავს, ხელისუფლების ქმედებები რუსეთის ინტერესებს ემთხვევა.

„ივანიშვილის ამოცანაა, საქართველო ვერ გახდეს, ვერც ევროატლანტიკური და ვერც ევროკავშირის წევრი, რადგან მათი ინსტრუქციაა - საქართველო არ უნდა იყოს დასავლური ინტერესებით წარმოდგენილი. ამ მიზანს ემსახურება რუსული კანონიც და ყველა ანტიდასავლური ქმედება თუ განცხადება, რომელსაც „ოცნება“ ახორციელებს“,- განაცხადა კალანდაძემ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს