გიორგი ანთაძე - ვრცელდება დიპლომატების და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ვითომ განცხადება, ეს არ არის ამ ხალხის მიერ გავრცელებული განცხადება - ვიღაცის თვითშემოქმედებაა ამ ხალხთან შეუთანხმებლად

„ჯეოქეისის“ მკვლევარი გიორგი ანთაძე აცხადებს, რომ დიპლომატების განცხადება „ვიღაცის თვითშემოქმედებაა“. შესაბამის პოსტს ის სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ავრცელებს.

მისი თქმით, განცხადების „ხელმომწერებში“ არის მისი მეუღლეც, ხოლო განცხადება არ არის მათ მიერ გავრცელებული.

„მეგობრებო, ვრცელდება დიპლომატების და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ვითომ განცხადება. მათ შორის არის ჩემი მეუღლეც ხელმომწერებში.

მედიებს მინდა, მივმართო, რომ ეს არ არის ამ ხალხის მიერ გავრცელებული განცხადება და ვინც დადო იმანაც აიღოს. ვიღაცის თვითშემოქმედებაა ამ ხალხთან შეუთანხმებლად“ , - წერს ანთაძე.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს