ირაკლი ფავლენიშვილი - ივანიშვილი მორიგ ჯერზე უწბილებს იმედებს ე.წ. შუალედური მექანიზმების მაძიებლებს, ამ ხალხს კარგად უნდა მოესმინა, მან 29 აპრილს დააანონსა დიქტატურა - წინააღმდეგობისა და ერთიანობის გარდა ალტერნატივა არ არსებობს

როდესაც კანონმდებლობა დამძიმებულია, ყოველდღე შეიძლება ახალი პოლიტპატიმარი ვიხილოთ, როდესაც პოეტებს, ჟურნალისტებს, ნებისმიერი პროფესიის ადამიანებს კონვეიერული სისწრაფით აკავებენ, ამ დროს დემოკრატიული საარჩევნო პროცესი ქვეყანაში არ არსებობს და არანაირ საარჩევნო პროცესს აზრი არ აქვს, რადგან განწირული ხარ მარცხისთვის, სუს-ი გიტარებს სპეცოპერაციას და არ გიტარებს არჩევნებს, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

ირაკლი ფავლენიშვილის განმარტებით, რეალურად დემოკრატიული თვალსაზრისით ჩვენ ჩიხურ მდგომარეობაში ვართ და წინააღმდეგობის და ერთიანობის გარდა ალტერნატივა არ არსებობს.

„უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ. შუალედური მექანიზმების მაძიებელი ადამიანები კიდევ ერთხელ აღმოჩნდნენ გაწბილებულები. ივანიშვილი მათ მორიგ ჯერზე უწბილებს იმედებს. ე.წ. შუაშისტი ანალიტიკოსები თუ მიმომხილველები, რომლებიც ამბობენ, რომ კონსტრუქციულები უნდა ვიყოთ და ივანიშვილი დათმობაზე წამოვა და თითქოსდა ივანიშვილთან დარჩა სივრცე კომპრომისების, რომელსაც გასულ წლების მანძილზე ჰქონდა ადგილი, ამ ხალხს უნდა მოესმინა კარგად თვითონ ბიძინა ივანიშვილისთვის, მან 29 აპრილს დააანონსა დიქტატურის დამყარება. ამიტომაც იყო 2024 წლის არჩევნები ჩვენთვის გადამწყვეტი, რადგან ბოლო დემოკრატიული შანსი იყო ამ ქვეყნისთვის, რომ საარჩევნო ციკლით მომხდარიყო ცვლილება. როდესაც არჩევნები გაუქმდა ამ ქვეყანაში და კანონმდებლობა დამძიმებულია, ყოველდღე შეიძლება ახალი პოლიტპატიმარი ვიხილოთ და როდესაც პოეტებს, ჟურნალისტებს, ნებისმიერი პროფესიის ადამიანებს კონვეიერული სისწრაფით აკავებენ, ამ დროს დემოკრატიული საარჩევნო პროცესი ქვეყანაში არ არსებობს და ეს არის გასაგები ყველასთვის და არანაირ საარჩევნო პროცესს აზრი არ აქვს, რადგან განწირული ხარ მარცხისთვის, რადგან სუს-ი გიტარებს სპეცოპერაციას და არ გიტარებს არჩევნებს.

ახლა მთელი საზოგადოება უნდა დარწმუნდეს, რომ აღარ არსებობს შუალედური მექანიზმები: შარლ მიშელის შეთანხმება, ან თუნდაც 20 ივნისის შემდეგ რომ ივანიშვილი დათმობაზე წამოვიდა, ბევრჯერ გვახსოვს ასეთი შუალედური მექანიზმის ამოქმედება სხვადასხვა პერიოდში. მაშინ საერთაშორისო პარტნიორები ჩამოდიოდნენ და ცდილობდნენ, რომ პროცესის ფასილიტაცია მოეხდინათ, მაგრამ ახლა უკვე ეს ხალხი თვითონაა გათვითცნობიერებული, თუ ვისთან აქვთ საქმე. ამიტომაც რეალურად ჩვენ დემოკრატიული თვალსაზრისით ვართ ჩიხურ მდგომარეობაში, აღარ არსებობს დემოკრატიული სივრცე ამ ქვეყანაში. მაგალითად: თავისუფალი მედიასაშუალებები, რაც არსებობს, ყველა საფრთხეშია. წინააღმდეგობის გარდა ალტერნატივა არ არსებობს, ერთიანობის გარდა ალტერნატივა არ არსებობს. როცა დიქტატურა მყარდება ქვეყანაში, ან დემოკრატიული კამუფლაჟის შექმნაში ეხმარები დიქტატორს და ცდილობ ოპოზიციონერის როლი მოირგო, ან მეორე ვარიანტია, როდესაც წინააღმდეგობაში რჩები“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

კითხვაზე, შეუერთდება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ 19 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციას, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს:

„ჩვენ ყველა საპროტესტო მოძრაობაში, ყველა ეტაპზე ვიყავით აქტიურად ჩართული და გამონაკლისს არ წარმოადგენს ის აქცია, რომელიც არის დაანონსებული, აუცილებლად შევუერთდებით და მივიღებთ მონაწილეობას“.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია