ურსულა ფონ დერ ლაიენი - დაუნდობელი ცეცხლის ქვეშ მყოფი უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე ატარებს, ეს შთამბეჭდავია - ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას

შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ უკრაინისთვის ფინანსურ მხარდაჭერას ყველა ფრონტზე: სამხედრო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„სამხედრო თვალსაზრისით, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისთვის ცოტა ხნის წინ გამოვყავით 1 მილიარდი ევრო გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგებიდან. ამასთან, ჩვენ უკრაინისთვის 2025 წელს 2 მილიონი საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდების მიზნის მიღწევის გზას ვადგავართ. მზად ვართ, წინასწარ გამოვყოთ დარჩენილი 11 მილიარდი ევრო „დიდი შვიდეულის“ სესხებიდან. ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის ამ თანხის მოთხოვნა“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საჭიროა, რომ ევროკავშირმა რუსეთზე ზეწოლა გააგრძელოს და ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში ჩართვა აიძულოს.

„პოლიტიკურად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა ჩაერთოს სერიოზულ მოლაპარაკებებში, რეალური ცეცხლის შეწყვეტის დაწყებით. ჩვენი მე-18 სანქციების პაკეტი სწორედ ამას ისახავს მიზნად. უნდა შევძლოთ შეთანხმებული პაკეტის მალე მიღება. ამავდროულად, ასევე მხარს ვუჭერთ უკრაინას ევროკავშირის გზაზე. დაუნდობელი ცეცხლის ქვეშ მყოფი უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე ატარებს. ეს შთამბეჭდავია. სწორედ ამიტომ იცავს კომისია მოლაპარაკებების პირველი კლასტერის დაწყებას. უკრაინამ შეასრულა ვალდებულებები - ახლა ჩვენც უნდა გავაკეთოთ ეს. რადგან გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს