ირანის საგარეო მინისტრი - ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმებმა ფართო და სერიოზული ზიანი გამოიწვია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულმა დარტყმებმა ფართო და სერიოზული ზიანი გამოიწვია, - ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უნდა ვთქვა, რომ ზიანი ფართო და სერიოზულია, მაგრამ უნდა მოვიდნენ თუ არა „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს“ ინსპექტორები და უნდა იყვნენ თუ არა სრულად ინფორმირებულები, ეს გადაწყვეტილება პარლამენტის კანონის შესაბამისად უნდა იქნას მიღებული. ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება ეროვნული უშიშროების უზენაესმა საბჭომ უნდა მიიღოს“, - განაცხადა არაღჩიმ.

შეგახსენებთ, ირანის პარლამენტმა მხარიდ დაუჭირა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან ქვეყნის თანამშრომლობის შეჩერებას, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ირანის უშიშროების უზენაესმა საბჭომ უნდა მიიღოს.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს