ისრაელ კაცის განცხადებით, ისრაელმა აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია მისი ბუნკერში დამალვის გამო ვერ მოახერხა

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ისრაელი ირანთან 12-დღიანი კონფლიქტის დროს ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას ცდილობდა, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

„ჩვენი თვალთახედვის არეალში რომ ყოფილიყო, ჩვენ მას გავანადგურებდით“, - განუცხადა კაცმა Channel 13-ს და დასძინა, რომ ისრაელი „ბევრს ეძებდა“ ხამენეის, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ გაჩენილა.

მისი თქმით, ისრაელმა აიათოლა ალი ხამენეის პოვნა ბუნკერში დამალვის შემდეგ ვერ შეძლო.

„ხამენეი ამას მიხვდა და ძალიან ღრმად ჩავიდა მიწის ქვეშ, გაწყვიტა კავშირი მეთაურებთან. ამიტომ, საბოლოოდ, ეს [მისი ლიკვიდაცია] არარეალური იყო“, - განუცხადა კაცმა კანს.

კითხვაზე, ითხოვა თუ არა ისრაელმა ამერიკის თანხმობა ასეთი ქმედებისთვის, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა უპასუხა: „ამ ყველაფრისთვის ნებართვა არ გვჭირდება“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს