ირაკლი კობახიძე - სრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რის შემდეგაც რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზრდება 27 000 000-დან 48 000 000 ტონამდე, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები თითქმის ბოლომდეა მიყვანილი

სრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რის შემდეგაც რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზრდება 27 000 000-დან 48 000 000 ტონამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები თითქმის ბოლომდეა მიყვანილი.

„რკინიგზის მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. სრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რის შემდეგაც რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზრდება 27 000 000-დან 48 000 000 ტონამდე. ასევე, დასრულდა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 98,5%. ანუ თითქმის ბოლომდეა მიყვანილი ეს სამუშაოები“, - განაცხადა პრემიერმა.

გარდა ამისა, კობახიძემ ისაუბრა რეგიონული განვითარებაზე და განაცხადა, რომ ეს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია.

მისივე თქმით, „მთავრობა ძალიან დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ამ მიმართულებით“.

„ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, დავხვეწოთ მუნიციპალური განვითარების დაგეგმვის და შესაბამისი გეგმების განხორციელების პროცესი, მეტი სისტემურობა გვჭირდება მუნიციპალურ განვითარებაში. ამისათვის უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა, მომზადდება თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა და ამ გეგმის მიხედვით, სისტემურად უნდა განვითარდეს თითოეული მუნიციპალიტეტი და თითოეული მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა. რეგიონული განვითარების მიმართულებით პროგრამები ინტენსიურად და შეუფერხებლად ხორციელდებოდა, ესენია - რეგიონების განვითარების ფონდით გათვალისწინებული პროექტები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, მთის ფონდი, სპეციალური პროგრამა გვაქვს, ასევე, გამყოფი ხაზის პირას მდებარე დასახლებებისთვის, მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამა და ა.შ. ძალიან დიდი ინვესტიციები იდება რეგიონული განვითარების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ. ასევე, ჩვენ გავზარდეთ არაერთი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, მათ შორის, სტანდარტული ზრდის მიღმა გაიზარდა ქუთაისის, რუსთავისა და ფოთის ბიუჯეტები, სამი ქალაქის ბიუჯეტი. ქუთაისსა და რუსთავს, სტანდარტული ზრდის მიღმა დაემატა თითოეულს 40 მლნ ლარი, ფოთს დაემატა 20 მლნ ლარი, ჩვენ გვჭირდება ამ ქალაქების მაქსიმალურად ინტენსიურად განვითარება და ეს დამატებული ბიუჯეტები მერებს მისცემს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო სწრაფი ტემპით უზრუნველყონ ქალაქების ურბანული განვითარება, პროექტების განხორციელება. შესაბამისად, ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რომელიც საქართველოს მთავრობამ კონკრეტული მუნიციპალიტეტების მხარდაჭერის კუთხით განახორციელა,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძემ იუსტიციის სახლებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სახლების რაოდენობამ ქვეყნის მასშტაბით 125 შეადგინა, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში კი აიზომა 810 ათასი მიწის ნაკვეთი, საიდანაც 553 ათასი დარეგისტრირდა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გრძელდება იუსტიციის სახლების მშენებლობა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აშენდა 6 ახალი იუსტიციის სახლი.

„იუსტიციის სახლების რაოდენობამ შეადგინა ქვეყნის მასშტაბით, 125. აქაც მინდა, შეგახსენოთ, რომ 2012 წელს მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა ქვეყნის მასშტაბით. 10-ჯერ არის გაზრდილი იუსტიციის სახლების რაოდენობა და ქვეყნის მასშტაბით, ძალიან მალე იუსტიციის სახლები მოიცავს ქვეყნის მთელ ტერიტორიას. გარდა ამისა, წარმატებით მოქმედებს მობილური იუსტიციის სახლის პროექტი, რომელიც 143 სოფელში არის ხელმისაწვდომი, შესაბამისად, პრაქტიკულად მთელი ქვეყანა დაფარულია იუსტიციის სახლების მომსახურებით, დაახლოებით 500 მომსახურებას უწევენ იუსტიციის სახლები ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, გაგრძელდა მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აიზომა 810 ათასი მიწის ნაკვეთი, აქედან დარეგისტრირდა 553 ათასი მიწის ნაკვეთი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები