გიორგი ვაშაძე - მტკიცედ ვართ, შეგუებულნი აზრს, რომ თავისუფლების გზა ციხეზე გადის, მაგრამ ონისე ცხადაძის ამბავმა შემძრა, ვერც კი დაემშვიდობა გარდაცვლილ მამას - ეს აღარ არის პოლიტიკური ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ადამიანობისთვის

მესამე შემთხვევაა, როცა სინდისის პატიმარს მშობელი აკლდება. ამ რეჟიმს აღარ ყოფნის ადამიანობა, რომ თუნდაც მშობელთან ბოლო განშორებისთვის გაუშვას ეს უდანაშაულო ახალგაზრდები, - ამის შესახებ საპატიმრო დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილში, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე წერს.

ვაშაძის თქმით, „ეს რეჟიმი ბოროტებაა და ბოროტებასთან შერიგება და დანებება დანაშაულია“.

„ჩვენი პატიმრობა არაფერია. მტკიცედ ვართ. შეგუებულნი იმ აზრს, რომ ზოგჯერ თავისუფლების გზა ციხეზეც გადის, მაგრამ დღეს, ონისე ცხადაძის ამბავმა შემძრა. ის ვერც კი დაემშვიდობა გარდაცვლილ მამას.

ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა სინდისის პატიმარს მშობელი აკლდება. ამ რეჟიმს აღარ ყოფნის ადამიანობა, რომ თუნდაც მშობელთან ბოლო განშორებისთვის გაუშვას ეს უდანაშაულო ახალგაზრდები.

ასეთ დროს კიდევ უფრო ხვდები, რომ ეს აღარ არის უბრალოდ პოლიტიკური ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ადამიანობისთვის.

ამიტომაც არის ეს რეჟიმი ბოროტება და ბოროტებასთან შერიგება და დანებება დანაშაულია!

მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გამარჯვებას!”- ნათქვამია ვაშაძის წერილში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს