ნიკა მელიას საქმის პროკურორი განმარტავს, რატომ დაემატა მელიას განაჩენს 25 000-ლარიანი ჯარიმა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმის პროკურორი ნათია თათიაშვილი განმარტავს, თუ რატომ დაემატა განაჩენს 25 000-ლარიანი ჯარიმა.

როგორც თათიაშვილი აღნიშნავს, ნიკა მელიას 2019 წელს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და სასჯელის სახით 25 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, რაც მას გადახდილი არ ჰქონდა.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე სასამართლომ გამოიტანა განაჩენი დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, განაჩენის სახით მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ასევე 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. ამავდროულად, ვინაიდან სახეზე განაჩენთა ერთობლიობა იყო, რადგან 2019 წლის განაჩენით ნიკანორ მელიას განსაზღვრული ჰქონდა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით, ეს განაჩენი აღუსრულებელი იყო, ჯარიმა გადახდილი არ ჰქონდა, მიმდინარეობდა სააღსრულებო წარმოება, სახეზე იყო განაჩენთა ერთობლიობა, შესაბამისად, აღნიშნული განაჩენი დაემატა დღევანდელ განაჩენს",- განაცხადა თათიაშვილმა.

მისივე განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი ჰქონდათ”, - განაცხადა თათიაშვილმა.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მელიას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან, 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. ამასთან, 2019 წლის განაჩენით აღუსრულებელი სასჯელი- ჯარიმა 25 000 ლარი დაემატა განაჩენს. 2019 წლის განაჩენით მელია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში იქნა დამნაშავედ ცნობილი.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე