სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური - მოვუწოდებთ მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანს, ნუ დაემალება სამართალდამცავ ორგანოებს - მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ სიტუაციის ესკალაციისგან

მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბრალდებულ აჯაფახიანის დაკავების შესახებ - სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, თავი შეიკავონ სიტუაციის ესკალაციისგან და არ შეუშალონ ხელი სამართალდამცავი ორგანოების კანონიერი გადაწყვეტილებების აღსრულებას, - ამის შესახებ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„გამოძიების მიმდინარეობის პროცესში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სომხეთის სამოციქულო ეკლესიის შირაკის ეპარქიის წინამძღვრის, მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანის წინააღმდეგ საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც მასმედიისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხობის საჯაროდ მოწოდებას ეხება. ამასთან დაკავშირებით, 2025 წლის 27 ივნისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბრალდებულ აჯაფახიანის დაკავების შესახებ სასამართლოში წარდგენისთვის, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის - გამოყენების მიზნით. დადგენილების აღსრულება დაევალა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს. სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, თავი შეიკავონ სიტუაციის ესკალაციისგან და არ შეუშალონ ხელი სამართალდამცავი ორგანოების კანონიერი გადაწყვეტილებების აღსრულებას. მოვუწოდებთ მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანს, ნუ დაემალება სამართალდამცავ ორგანოებს და გამოცხადდეს მას მოლოდინში მყოფი ეროვნული უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის წინაშე,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, სომხეთში, წმინდა ეჩმიაძინის მთავარმა საკათედრო ტაძართან, სადაც სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მთავარეპისკოპისის დასაკავებლად მივიდნენ, სიტუაცია დაძაბულია და მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მიმდინარეობს.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს