ირმა ზავრადაშვილი ირაკლი კობახიძეს - ე.წ. მავნებელი ოპოზიციის ლიდერებს, დილას, შუადღეს და საღამოს ვინმე საკანში თქვენს მოხსენებას თუ მოასმენინებს, უკეთესი სასჯელი მათთვის არ არსებობს

თქვენს მოხსენებას, ე.წ. მავნებელი ოპოზიციის ლიდერებს, დილას, შუადღეს და საღამოს თუ ვინმე საკანში მოასმენინებს, უკეთესი სასჯელი მათთვის არ არსებობს, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, რომელიც პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგა.

ზავრადაშვილმა კობახიძეს სამთავრობო გეგმის შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა, აღნიშნულ რეპლიკასთან მიმართებაში კი განაცხადა, რომ ეს იყო იუმორი.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ დღევანდელი მოხსენებისთვის. არ შეიძლება, იუმორის გარეშე ვერ დავასრულებ. თქვენ დღევანდელ მოხსენებას, განსაკუთრებით ბოლო ნაწილს, თავიდან ბოლომდე, ე.წ. მავნებელი ოპოზიციის ლიდერებს, დილას, შუადღეს და საღამოს თუ ვინმე საკანში მოასმენინებს, უკეთესი სასჯელი მათთვის არ არსებობს“-განაცხადა ზავრადაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს