ანა დოლიძე აქციაზე დაკავებული ანრი კვარაცხელიას პროცესს დაესწრო

მოსამართლე და პროკურორი დგანან ერთ მხარეს, ისინი ერთობლივი ძალისხმევით ასამარებენ სამართალს, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

ანა დოლიძე აქციების ფარგლებში დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის ანრი კვარაცხელიას პროცესს დაესწრო.

“დღევანდელ პროცესზე კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა თუ როგორ შორს არის მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია ობიექტურობისაგან. როგორც სხვა დაკავებულების პროცესებზე, დღესაც მოსამართლე და პროკურორი დგანან ერთ მხარეს, ისინი ერთობლივი ძალისხმევით ასამარებენ სამართალს. რეჟიმის ცვლილების შემდეგ ამ პირებს აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება, ამას ვერავინ გაექცევა” - განაცხადა ანა დოლიძემ.

ცნობისთვის, ანზორ კვარაცხელია აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე