სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებმაც მთავარეპისკოპოს მიქაელის დაკავებას ხელი შეუშალეს, სისხლის სამართლის საქმე აღძრა

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებმაც ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მიერ მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანის დაკავებას ხელი შეუშალეს, - ამის შესახებ საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, ამ პირების ქმედებები კვალიფიცირებულია, როგორც მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა.

საგამოძიებო კომიტეტი მოქალაქეებს განუმარტავს, რომ სამართალდამცავი ორგანოების კანონიერ საქმიანობაში ჩარევა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას იწვევს და მოუწოდებს, საკუთარი პოზიციის გამოხატვისას სამართლებრივი ჩარჩოები დაიცვან.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს