ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ახალგაზრდული ჯგუფები - 29 ივნისს გელოდებით პარლამენტთან - მნიშვნელოვანია, მთელ საქართველოს და მსოფლიოს დავანახოთ, რომ ვართ ბევრი, რომ არ შევშინდებით და არ დავნებდებით

29 ივნისს საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან 20:00 საათზე შეიკრიბებიან.

როგორც ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო აქტივისტების ახალგაზრდული ჯგუფების წარმომადგენლებმა განაცხადეს, დღეს, „როცა რეჟიმს ძალაუფლება მიტაცებული აქვს, დატყვევებული ჰყავს ყველა პროფესიის ადამიანი, ყოველდღე იღებს ახალ-ახალ კანონებს, მნიშვნელოვანია ბრძოლა გაგრძელდეს“.

პლატფორმა „12 სართულის“ წარმომადგენლის ვადო მაჭავარიანის განცხადებით, დღეს ისე, როგორც არასდროს საჭიროა ყველას ერთად დგომა.

„დღეს, როცა იმის რეალურ ზღვარზე ვართ, რომ ეს ქვეყანა საბოლოდ წავიდეს უფსკრულისკენ, გთხოვთ, რომ ისევ დავდგეთ ერთად. 29 ივნისს, 20:00 საათზე გელოდებით აქ, პარლამენტთან. მნიშვნელოვანია მთელ საქართველოს და მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დავანახოთ სამი რამ: რომ ვართ ბევრი, რომ არ შევშინდებით და არ დავნებდებით. 29 ივნისს მნიშვნელოვანია, რომ კვლავ დავინახოთ ერთმანეთი და ახალი სიცოცხლე მივცეთ პროტესტს, გავაკეთოთ ერთგვარი „რესტარტი“ და ამ დღიდან დავიწყოთ კიდევ უფრო მიზანმიმართული ბრძოლა და სვლა რეალური შედეგებისკენ. რეჟიმს დღეს ძალაუფლება მიტაცებული აქვს, დატყვევებული ჰყავს ყველა პროფესიის ადამიანი, ჩვენი მეგობრები. ყოველდღე იღებს ახალ-ახალ კანონებს. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს ბრძოლა განვაახლოთ, მივცეთ მას ახალი სიცოცხლე. დღეს ისე, როგორც არასდროს საჭიროა ჩვენი ყველას ერთად დგომა და ბრძოლა არა რაიმე ინტერესებისთვის, არამედ ჩვენი სამშობლოსთვის, მისი ეროვნული იდენტობისთვის, მისი ბედნიერი, ნათელი მომავლისთვის“, - განაცხადა ვადო მაჭავარიანმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს