სომხური მედია - მთავარეპისკოპოსმა მიქაელ აჯაფახიანმა საგამოძიებო კომიტეტში გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო

მთავარეპისკოპოსმა მიქაელ აჯაფახიანი და მისი ადვოკატები წმინდა ეჩმიაძინის მთავარი საკათედრო ტაძრის ტერიტორიას ტოვებენ და საგამოძიებო კომიტეტში მიემართებიან, - ინფორმაციას „სპუტნიკ-არმენია“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მთავარეპისკოპოს მიქაელს თან რამდენიმე სასულიერო პირიც ახლავს.

მთავარეპისკოპოსის ერთ-ერთმა ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღეს ეჩმიაძინის მთავარ საკათედრო ტაძარში დაგეგმილი იყო სასულიერო პირების შეხვედრა, რომლის კოორდინატორი მიქაელ აჯაფახიანი იყო. შეხვედრამდე მივიდნენ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და განაცხადეს, რომ საგამოძიებო კომიტეტმა მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. ადვოკატის მტკიცებით, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს სთხოვეს, რომ შეხვედრისთვის ხელი არ შეეშალათ და რომ შეხვედრის შემდეგ თავად ეპისკოპოსი მივიდოდა საგამოძიებო კომიტეტში. ისინი ამ წინადადებას დათანხმდნენ, რის შემდეგაც მთავარეპისკოპოსმა საგამოძიებო კომიტეტის წინაშე წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, უსაფრთხოების სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლების დიდი რაოდენობით თავმოყრამ და ამ მეთოდით დაკავების მცდელობამ სასულიერო პირებსა და მოქალაქეებში აღშფოთება გამოიწვია.

მოგვიანებით, უსაფრთხოების ძალებმა ტერიტორია დატოვეს, რის შემდეგაც ეპისკოპოსმა და ადვოკატებმა საგამოძიებო კომიტეტში გამოცხადება გადაწყვიტეს.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს