უკრაინის უსაფრთხოების სამსახური - უკრაინამ რუსეთის სიღრმეში ორი ბომბდამშენი გაანადგურა და კიდევ ორი დააზიანა

უკრაინამ რუსეთის სიღრმეში ორი ბომბდამშენი გაანადგურა და კიდევ ორი დააზიანა. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

განცხადების თანახმად, უკრაინულმა ძალებმა 27 ივნისის ღამეს რუსეთის ვოლგოგრადის ოლქის მარინოვკას აეროდრომზე ორი რუსული გამანადგურებელ-ბომბდამშენი გაანადგურეს და კიდევ ორი დააზიანეს.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთობლივი სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომლის შედეგადაც აეროდრომ მარინოვკაზე ორი რუსული გამანადგურებელ-ბომბდამშენი “სუ-34” გაანადგურეს და კიდევ ორი დააზიანეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსულ საბრძოლო თვითმფრინავებს შორი მანძილის დრონები დაარტყეს.

დარტყმის შედეგად ასევე ხანძარი გაჩნდა აეროდრომის ტექნიკურ-საექსპლუატაციო ნაწილში, რომელიც სამხედრო ობიექტის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას წარმოადგენს.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა