ირაკლი კუპრაძე - ჩვენი პარტიის ორი ლიდერი საპატიმროშია, ამის მიუხედავად, არცერთი ნაბიჯით უკან - შედგება საპროტესტო მარში, რათა საერთაშორისო პარტნიორებს და თანამოქალაქეებს, რომლებიც სდუმან, დავანახოთ, რომ ბრძოლა არ გაჩერდება

ჩვენი პარტიის ორი ლიდერი იმყოფება საპატიმროში. ამის მიუხედავად, არცერთი ნაბიჯით უკან! ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, კოალიციის ორი მთავარი მოთხოვნა, ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, კვლავ უცვლელია. კუპრაძემ მოსახლეობას მოუწოდა კვირას, 29 ივნისს დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მიიღონ მონაწილეობა.

„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მთავარი მოთხოვნით. ესენია ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. გამოვიყენებთ ყველა გზას და შესაძლებლობას იმისთვის, რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს. ჩვენი პარტიის 2 ლიდერი იმყოფება საპატიმროში. ამის მიუხედავად, არცერთი ნაბიჯით უკან! ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას. თბილისში ჩვენ ვაგრძელებთ საპროტესტო მუხტს და ბრძოლას პოლიტპატიმრებისთვის. ხვალ 29 ივნისს, შედგება საპროტესტო მარში ყველა პოლიტპატიმრისთვის და იმისთვის, რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს და თანამოქალაქეებს, რომლებიც დუმან დავანახოთ, რომ ბრძოლა არ გაჩერდება. ყველა ჩვენი ნაბიჯი იქნება მიმართულ სახალხო დაკვეთისკენ, რასაც შევასრულებთ და არ ვუღალატებთ. ბრძოლა გრძელდება ბოლომდე“,- განაცხადა კუპრაძემ.

ცნობისთვის, 29 ივნისს საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან 20:00 საათზე შეიკრიბებიან.

მანამდე, 19:00 საათზე საპროტესტო მარში მოეწყობა მარჯანიშვილის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს