ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და საქართველოში ჰარვარდის კლუბის წევრები - მკაცრად ვგმობთ კლუბის წევრის მამუკა ხაზარაძის, ოპოზიციის სხვა ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაპატიმრებას - ეს აშკარად წარმოადგენს პოლიტიკური ნიშნით დევნას

ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და საქართველოში ჰარვარდის კლუბის წევრები მკაცრად ვგმობთ ჩვენი კლუბის წევრის მამუკა ხაზარაძის, ოპოზიციის სხვა ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაპატიმრებას.

მათი თქმით, ოპოზიციური ლიდერებისა და აქტივისტების დაპატიმრება პოლიტიკური ნიშნით დევნას წარმოადგენს, რომელიც შეუთავსებელია დემოკრატიულ ნორმებთან.

მამუკა ხაზარაძის, ოპოზიციის სხვა ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაპატიმრება აშკარად წარმოადგენს პოლიტიკური ნიშნით დევნას, სრულიად შეუთავსებელია დემოკრატიულ ნორმებთან და უმძიმესი შედეგების მომტანია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისათვის. პოლიტიკური ოპონენტებისა და თავისუფალი აზრის დევნა, სინდისის პატიმრების არსებობა ჩვენს ქვეყანაში პირდაპირ ემუქრება ჩვენი სამშობლოს მომავალს და თითოეული საქართველოს მოქალაქის თავისუფლებასა და კეთილდღეობას.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მამუკა ხაზარაძეს და სხვა ოპოზიციის ლიდერებს, ასევე უკლებლივ ყველა სინდისის პატიმარს, რომლებიც დაპატიმრებულნი არიან განსხვავებული აზრის გამო. მოვითხოვთ ყველა პოლიტიკური და სინდისის პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას”,- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ საქართველოში ჰარვარდის კლუბის წევრები - დათო სიხარულიძე; ეკატერინე ეგუტია; გენო მალაზონია; გიორგი მუჩაიძე; ნათია ნაცვლიშვილი; მირიან ხაბურზანია; თამარ ჩუგოშვილი; მერი ჩაჩანიძე; სოფო ფანჯიკიძე; სოფო ტყემალაძე; ეკა გურეშიძე; ლუკა კალანდარიშვილი; გელა ბეჟუაშვილი; თამარ ღონღაძე; დავით ჩიკვაიძე; მარეხ ხმალაძე; ნანა ღიბრაძე; სიმონ ჯანაშია; ლელა ჩახაია; ია გელაშვილი; ნათია ანდღულაძე; თეა სიპრაშვილი; თეა გერგედავა; ანა ჯანელიძე; ანა ლაღიძე; გიორგი მჭედლიშვილი; მერი გაბაშვილი; არჩილ გიორგაძე; ირაკლი კილაურიძე; სოფო გორგოძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე