შალვა პაპუაშვილი - ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია - ეს გერმანელებსაც ეხება

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვინც მოშიმშილესთან მიდის და.„თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს”, თვითმკვლელობას უწყობს ხელს.

აღნიშნულის შესახებ პაპუაშვილ „ფეისბუქზე” წერს.

„ყველა, ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია!

ეს გერმანელებსაც ეხება”,- წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტთან, სადაც 5 პირი შიმშილობს, დღეს გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი მივიდა.

დიპლომატი მოშიმშილეებს, მათ შორის პოლიტიკოსებს, ელენე ხოშტარიას და გედევან ფოფხაძეს გაესაუბრა.

საქართველოს პარლამენტთან ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა გუშინ, გედევან ფოფხაძემ კი დღეს დაიწყო.

დღესვე, ხოშტარიასა და ფოფხაძის შიმშილობის აქტს შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტები ვასილ ელიავა, გიორგი სტეპანოვა და ბაჩო კუცია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე