დიმიტრი პესკოვი - ეჭვი არ გვეპარება, რომ სანქციებს მიიღებენ, ევროპელების ზოგადი განწყობის გათვალისწინებით, რომელიც საკმაოდ თავგასული და მილიტარისტულია - ჩვენ შედეგებს მინიმუმამდე დავიყვანთ

რუსეთს ეჭვი არ ეპარება, რომ მის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს მიიღებენ, ევროპის ზოგადი, საკმაოდ თავგასული განწყობის გათვალისწინებით, რის გამოც ახალი შეზღუდვების შემოღებას არ დააყოვნებენ,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა რუსეთის წინააღმდეგ დაგეგმილი სანქციების მე-18 პაკეტის კომენტირებისას განაცხადა.

„ვნახოთ, რა ფორმით მიიღებენ. ეჭვი არ გვეპარება, რომ მიიღებენ, ევროპელების ზოგადი განწყობის გათვალისწინებით, რომელიც საკმაოდ თავგასული და მილიტარისტულია. ისინი შეზღუდვების ახალი პაკეტების შემოღებას გააგრძელებენ“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთმა უკვე ისწავლა სანქციების შედეგებთან გამკლავება.

„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ უკვე გამოვიმუშავეთ გარკვეული წინააღმდეგობა, ვისწავლეთ, თუ როგორ შევამციროთ ასეთი პაკეტების შედეგები. ამიტომ, ეს ყველაფერი დამატებით მუშაობას მოითხოვს; საბოლოო ჯამში, მსოფლიო ამ სანქციების გარშემო არ ბრუნავს. ჩვენ შედეგებს მინიმუმამდე დავიყვანთ“,- აღნიშნა პესკოვმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა