ელენე ხოშტარია შიმშილობაზე და პოლიტიკურ ამოცანებზე მის პოზიციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ელენე ხოშტარია შიმშილობაზე და პოლიტიკურ ამოცანებზე მის პოზიციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, მისი შიმშილობა არის განაცხადი:

„ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ დიდი შემართებით. ამიტომ ეს შემართება ჩემის მხრივ, მე ასე დავაფიქსირე.

სწორი ბრძოლის სტრატეგია ჩემი აზრით:

- ერთობა რეჟიმთან ართანამშრომლობის იდეის გარშემო;

- ე.წ არჩევნების დელეგიტიმაცია;

- პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა;

- პროტესტის გაძლიერება ერთიანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალით;

პოლიტიკური პარტიების სიცხადე ბრძოლის სტრატეგიაზე მიმაჩნია; გადამწყვეტი ამ ეტაპზე, რადგან; სანამ ოცნება შეტევაზეა; ჩვენი ბუნდოვანება ნიჰილიზმს აღვივებს.

პრეზიდენტმა ეს სიცხადე 26 მაისს და შემდეგ 5 ივნისს შემოიტანა - არანაირი მოგონილი არჩევნები

მთელმა რიგმა პარტიებმა პოზიცია დააფიქსირეს. დარჩა პარტიები, ვინც არ დააფიქსირა და მე ველოდები ამ პოზიციას.

შესაბამისად, მე როდის შევწყვეტ შიმშილობას, ეს ჩემი პირადი საქმეა და არ ვაპირებ უკან დახევას არცერთი მილიმეტრით.

ჩემ ძვირფას მეგობრებს ლელოდან კი მივმართავ, რომ მე შანტაჟის ენით, არა თუ მეგობრებთან არამედ მტრებთანაც არ ვსაუბრობ, არაფერი სამაგისო არ მაქვს.

ვთქვათ ყველამ საკუთარი პოზიცია და ავიღოთ მასზე პასისმგებლობა”, - წერს ხოშტარია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა