ანონსი 30 ივნისი

30 ივნისს, 10:00 საათზე, „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (კორპუსი A, III სართული, ოთახი N304)

30 ივნისს, 10:30 საათზე, პაატა ბურჭულაძე თბილისის მერიაში, კახა კალაძეს განცხადებით მიმართავს.

მის: თბილისის მერია

საკონტაქტო: მარიამ დოლიძე - 574 00 07 06

30 ივნისს, 10:30 საათზე, მიმდინარე თემებზე მედიის კითხვებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ანა წითლიძე უპასუხებს.

მის: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4 სართული 5

საკონტაქტო: ანუკა გაბელია - 551 633 644

30 ივნისს, 11:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პირველ სკოლასთან საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის წევრები ბრიფინგს გამართავენ.

თემა: „პოლიტიკური პატიმრები“

30 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: „ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2025 წლის მაისი“.

მის: ცოტნე დადიანის #30, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

30 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, თაზო მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.

30 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

30 ივნისს, 11:30 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

30 ივნისს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდებულ ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

30 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

30 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N418 (C კორპუსი, IV სართული)

30 ივნისს, 13:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

30 ივნისს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს