აშშ-ში სროლას ორი მეხანძრე ემსხვერპლა

აშშ-ის აიდაჰოს შტატის ქალაქ კერ-დ’ალენის კენფილდის მთის ბუნებრივ ზონაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსსნა, რის შედეგადაც ორი მეხანძრე დაიღუპა და ერთი დაიჭრა, - ინფორმაციას CNN-ი მეხანძრეთა საერთაშორისო ასოციაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მეხანძრეებს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ისინი ბუჩქნარში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ.

ადგილობრივი შერიფის, რობერტ ნორისის თქმით, სულ მცირე ერთი ადამიანი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიმართულებით სროლას აგრძელებს. მისივე თქმით, ხანძარი, რომელზეც მეხანძრეები რეაგირებდნენ, გრძელდება. სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ხანძრის ჩასაქრობად არანაირ რესურსს არ მიმართავენ, სანამ საფრთხე არ აღმოიფხვრება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს