ირაკლი კობახიძე - სინამდვილეში, „ენჯეოებს“ და მათ პატრონებს ბევრი აქვთ დასამალი - მათ შორის ის, რომ უცხოური გაუმჭვირვალე დაფინანსებით, ქვეყანაში ნარკომანიის გავრცელებას ახალისებდნენ, აწყობდნენ რევოლუციებს, ებრძოდნენ ეკლესიას

სინამდვილეში, „ენჯეოებს“ და მათ პატრონებს ძალიან ბევრი რამ აქვთ დასამალი - მათ შორის ის, რომ უცხოური გაუმჭვირვალე დაფინანსებით, ისინი ჩვენს ქვეყანაში ნარკომანიის გავრცელებას ახალისებდნენ, აწყობდნენ რევოლუციებს, ებრძოდნენ ეკლესიას, სახელმწიფო ინსტიტუტებს და ა.შ. - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, თუ რატომ არ თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორი ანტიკორუფციულ ბიუროსთან.

მისი თქმით, მათ ბევრი რამ აქვთ დასამალი, რის გამოც გაურბიან შესაბამისი დაფინანსების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას.

„ბევრი რამ აქვთ დასამალი [არასამთავრობო ორგანიზაციებს]. რეალურად, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ზუსტად ის სტანდარტი მოქმედებს, რაც მთელი ამ წლების განმავლობაში პოლიტიკური პარტიების მიმართ მოქმედებდა. იქ რატომ არ აინტერესებდათ არც პერსონალური ინფორმაცია და არც არაფერი? რეალურად, ზუსტად იმ ინფორმაციის გამოთხოვა ხდება, რომელსაც ანტიკორუფციული სამსახური მთელი ამ წლების განმავლობაში გამოითხოვდა პოლიტიკური პარტიებისგან. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, თითიდან გამოწოვილი საბაბია. სინამდვილეში, „ენჯეოებს“ და მათ პატრონებს ძალიან ბევრი რამ აქვთ დასამალი. მათ შორის ის, რომ უცხოური გაუმჭვირვალე დაფინანსებით, ისინი ჩვენს ქვეყანაში ნარკომანიის გავრცელებას ახალისებდნენ, აწყობდნენ რევოლუციებს, ებრძოდნენ ეკლესიას, სახელმწიფო ინსტიტუტებს და ა.შ. ეს არის დასამალი, რის გამოც ისინი გაურბიან შესაბამისი დაფინანსების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს