გურამ მაჭარაშვილი - იშიმშილო იმიტომ, რომ ვიღაცამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს, დედამიწის ზურგზე არ მომხდარა - ახლა, ალბათ, ზურაბიშვილი დაიწყებს შიმშილობას, რომ შეწყვიტოს შიმშილობა ხოშტარიამ, მერე მელია დაიწყებს და ასე ექნებათ სერიალი

იშიმშილო იმიტომ, რომ ვიღაცამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს, ასეთი რამ დედამიწის ზურგზე არ მომხდარა - ახლა ველოდებით, ალბათ, ზურაბიშვილი დაიწყებს შიმშილობას, რომ შეწყვიტოს შიმშილობა ხოშტარიამ, მერე მელია დაიწყებს და ასე ექნებათ სერიალი, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც შეაფასა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას განცხადება, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

მისი თქმით, ოპოზიციაში ერთმანეთს ულტიმატუმის ენით ესაუბრებიან.

„ერთი საკითხია, რომ „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები ერთიანობაზე ვერ თანხმდებიან და მეორე საკითხია, როცა ერთმანეთის მიმართ ულტიმატუმის ენით საუბრობენ, თან ისეთი მკაცრი და რთული ფორმებით, როგორიცაა შიმშილობა. შიმშილობა არის პროტესტის უკიდურესი ფორმა და აქ საუბარია იდეალებზე, იმაზე, რომ შენ გდევნიან, რომ საჯაროდ მიაწოდო ვინმეს ხმა, ვინმემ მოგაქციოს ყურადღება. შიმშილობის არსი რა არის?! რომ ვინმემ ყურადღება მოგაქციოს და იშიმშილო იმიტომ, რომ ვიღაცა გაერთიანდეს და ერთიანი პოლიტიკური სპექტრი შექმნას, იშიმშილო იმიტომ, რომ ვიღაცამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს, ასეთი რამ დედამიწის ზურგზე არ მომხდარა. ახლა ველოდებით ალბათ, ზურაბიშვილი დაიწყებს შიმშილობას, რომ შეწყვიტოს შიმშილობა ხოშტარიამ, მერე მელია დაიწყებს შიმშილობას, რომ ზურაბიშვილს ეტყვის, შენ არ იშიმშილო იმიტომ, რომ მერე შიმშილობა შეწყვიტოს ხოშტარიამ და ასე ექნებათ სერიალი. ეს ჩვენ გავლილი კინო გვაქვს. ეს არის რეალობა, მათი სახე,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. კერძოდ, „პალიტრანიუსის“ გადაცემის „პოლიტ ქალაქის“ წამყვანის კითხვაზე: „თუ ოპოზიცია შეთანხმდება და იტყვის, რომ არ მივდივართ არჩევნებზე, შეწყვეტთ შიმშილობას?“, ელენე ხოშტარიამ უპასუხა: „კი“.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ