ანდრია ბასილაია - რაიონულმა გამგეობებმა ჯანდაცვისა და სოციალური საჭიროებების მიმართულებით 400 მლნ ლარამდე დახარჯა

თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე ისაუბრა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მისი განცხადებით, აღნიშნული მიმართულებების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია რაიონული გამგეობების საქმიანობა.

„რაიონულმა გამგეობებმა ამ მიმართულებით 400 მილიონამდე ლარი დახარჯა. მილიონ ნახევარ ადამიანს გაეწია დახმარება ჯანდაცვის მიმართულებით, ასევე, სხვადასხვა განაცხადების დაფინანსებაზე. ათივე რაიონში ოპერირებს უფასო სასადილო და 42 000 ბენეფიციარს ემსახურება, რისთვისაც 180 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. გარდა ამისა, მოქმედებს მიზნობრივი ფინანსური დახმარება, რაც არის მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება ფორსმაჟორული სიტუაციებისთვის. პარალელურად მოქმედებს ქირით უზრუნველყოფის პროგრამა, 15 000-მა ოჯახმა უკვე ისარგებლა, რაც 55 მილიონი ლარით დაფინანსდა“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

თბილისის მერის მოადგილემ გამოყო წლების განმავლობაში მოქალაქეებისთვის მოუგვარებელი პრობლემების გადასაჭრელად შექმნილი პროგრამები, როგორიცაა კოოპერატიული ბინათმშენებლობა თუ კუთვნილი ფართების დაკანონება.

„დაკანონება იყო მნიშვნელოვანი მიმართულება, რაზეც 2017 წლიდან გამგეობებმა და თბილისის ქონების მართვის სააგენტომ დაიწყო მუშაობა. დღეს 3 000-ზე მეტ ოჯახს დაურეგისტირდა კუთვნილი ფართები. კოოპერატიული ბინათმშენებლობაც იყო წლების განმავლობაში თაროზე შემოდებული პრობლემა. შევიმუშავეთ კონკრეტული კრიტერიუმი და რიგითობით დაკმაყოფილდა 2 500-მდე პირი, დარჩენილია 1 000, რომელსაც ახლო მომავალში დაუკმაყოფილდება მოთხოვნა. ამ მიზნით, მუნიციპალიტეტის მიერ 150 000 მ2-მდე არის გაცემული.

რაც შეეხება უსახლკაროთა პროგრამას, პირველადი რეგისტრაცია გაიარა 355-მა ოჯახმა, რაც სრულად დაკმაყოფილდა. ახლა მეორე ეტაპი მიმდინარეობს, 2022 წლიდან დღემდე დარეგისტირებული ოჯახების დაკმაყოფილება“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს