ელენე ხოშტარია - როდის შევწყვეტ შიმშილობას, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა - არავის ველაპარაკები მოთხოვნით, მით უმეტეს ოპოზიციაში არავისთან ვსაუბრობ შანტაჟის ენით - ვლაპარაკობ ხმამაღლა იმ სტრატეგიაზე, რომელიც აუცილებლად მიმაჩნია

მე როდის შევწყვეტ შიმშილობას, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა - მე არავის ველაპარაკები მოთხოვნით, მით უმეტეს ოპოზიციაში არავისთან ვსაუბრობ შანტაჟის ენით. მე ვლაპარაკობ ხმამაღლა იმ სტრატეგიაზე, რომელიც მე აუცილებლად მიმაჩნია და რომელზეც მინდა, რომ შევჯერდე აბსოლუტურად ყველასთან, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „პოლიტიკური ამოცანა არის ერთობა ართანამშრომლობის გარშემო და მათ შორის, აქტიურ საპროტესტო მოქმედებებზე გადასვლა“.

„მე როდის შევწყვეტ შიმშილობას, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. მე მაქვს ნათქვამი, რა არის პოლიტიკური ამოცანები. პოლიტიკური ამოცანა არის ერთობა ართანამშრომლობის გარშემო და აქტიურ მოქმედებებზე გადასვლა. მათ შორის, აქტიურ საპროტესტო მოქმედებებზე გადასვლა, რაშიც მე ძალიან აქტიურად ვიქნები ჩართული. ჩვენ ამ მიზნისკენ მივდივართ და დარწმუნებული ვარ, როგორი ერთობითაც მოვედით აქამდე ამ ართანამშრომლობის საკითხში - პარლამენტში იქნებოდა ეს თუ კომისიაზე - ასეთივე ერთობით გავაგრძელებთ ბრძოლას, რომელიც დღეს გადამწყვეტია, რომ რეჟიმი, რომელიც ირყევა, ბოლომდე ჩამოიქცეს ჩვენი აქტიური მოქმედებებით. მე არავის ველაპარაკები მოთხოვნით, მითუმეტეს ოპოზიციაში არავისთან ვსაუბრობ შანტაჟის ენით. მე ვლაპარაკობ ხმამაღლა იმ სტრატეგიაზე, რომელიც მე აუცილებლად მიმაჩნია და რომელზეც მინდა რომ შევჯერდე აბსოლუტურად ყველასთან, რადგან მიმაჩნია, რომ ეს მხოლოდ ჩემი ბრძოლა არ არის, ეს არის ყველა მოქალაქის და პოლიტიკური პარტიის ბრძოლა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ამასთან, ხოშტარიამ ისაუბრა გუშინდელ საპროტესტო აქციაზე და აღნიშნა, რომ გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი აქცია იყო.

„გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი აქცია იყო - იყო ბევრი ადამიანი, იყო კიდევ ერთი განაცხადი, რომ ხალხი აგრძელებს ბრძოლას, იყო პოლიტიკური სპექტრის განაცხადი, რომ ვართ ერთად და მივდივართ იმ მთავარი მიზნისკენ, რომ ერთობას ჰქონდეს კონკრეტული მოქმედების სახე და დარწმუნებული ვარ, მალე ასეც იქნება“, - განაცხადა ხოშტარიამ.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი