საგამოძიებო კომისია თანახმაა, გიორგი გახარია 2 ივლისს, დისტანციურად გამოკითხოს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას 2 ივლისს, დისტანციურად გამოკითხავენ. შესაბამისი გადაწყვეტილება კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

ამასთან, როგორც კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა აღნიშნა, გიორგი გახარიას ექნება ვალდებულება, „ჩართვისას ტექნიკური ნაწილი თავად უზრუნველყოს და სხდომის დასრულებამდე არ გათიშოს ჩართვა“.

„არ ვეუბნებით ჩართვაზე უარს, მაგრამ კომისიის მოთხოვნაა, რომ 2 ივლისს მან უზრუნველყოს (ასეთია კომისიის მოთხოვნა), ტექნოლოგიურად და ლოჯისტიკურად ჩართვისთვის ნორმალური პირობები მისი მხრიდან, როგორც ამას ვაკეთებთ ჩვენ და ხელი შეუწყოს სხდომის სრულფასოვან გამართვას, რაც გამორიცხავს ნებისმიერ სხვაგვარ ქმედებას. სანამ თავმჯდომარე არ იტყვის, რომ გიორგი გახარიას ახსნა -განმარტების ნაწილში სხდომა ამოწურულია, მას ექნება ჩვენთან ერთად ყოფნის ვალდებულება. თუ ვთანხმდებით ამაზე, რომ ამ მოთხოვნით და დათქმებით, რაც წერილში ჩაიწერება, რომ „უზრუნველყავით გამართული ჩართვა და პასუხი აგეთ იმაზე, რომ სანამ სხდომა არ ამოიწურება, მან უნდა მოიცალოს“ - 2 ივლისს ჩვენ გახარიას მოვუსმინოთ თბილისის დროით 16:00 საათზე, მივცეთ მას ჩართვის საშუალება. მოთხოვნა არის შემდეგი: „2 ივლისს, გთხოვთ ჩაერთოთ კომისიის წინაშე სხდომაზე და ეს სხდომა არ დატოვოთ მანამ, სანამ კომისია არ იტყვის, რომ ამოწურულია კითხვები და უზრუნველყავით გამართული დისტანციური მონაწილეობა“. „შეხვედრა მაქვს და გერმანელ სოციალისტს უნდა შევხვდე“ - ეს ვერ იქნება არგუმენტი. გერმანელ სოციალისტებზე უფრო მაღლა დგას საქართველოს პარლამენტი, ეს როგორღაც ქართულმა ოპოზიციამ უნდა გაიგოს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, გიორგი გახარია ე.წ. ჩორჩანას საქმეზე განმეორებით გამოსაკითხად არის დაბარებული.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი