სოზარ სუბარი - გახარიამ თქვა, რომ კომისიაზე მოვიდოდა და შემდეგ გაიქცა - მხარს ვუჭერ, რომ მიეცეს საშუალება, ჩაერთოს და უპასუხოს ძალიან მარტივ კითხვას

გახარია აქ იყო, ჩაიბარა წერილი და შემდეგ გაიქცა ქვეყნიდან. იქ არ უხსენებია, რომ არ აპირებდა კომისიაზე არმოსვლას, პირიქით - თქვა, რომ მოვიდოდა და შემდეგ გაიქცა. რაც შეეხება ჩართვის შემთხვევაში ეცდება თუ არა გათიშოს მიკროფონი, გაიქცეს და ა.შ. მგონი, ამის შესაძლებლობა ბევრი არაფერი ექნება, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გიორგი გახარიასთან, ჩორჩანას საგუშაგოს ეპიზოდზე აქვთ კითხვები, „ვინაიდან, მისი გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც შეთანხმებული არავისთან ყოფილა, მილიონი კვადრატული მეტრი ტყეა ოკუპირებული, ხოლო, ოკუპანტი ძალის ხუთი ახალი საგუშაგო ისეთ ადგილას არის განთავსებული, რომ პრაქტიკულად, ორი სოფელი მოწყვეტილია ქართულ დასახლებას“.

სუბარი მიიჩნევს, რომ გახარიას უნდა მიეცეს ონლაინ ჩართვის და ამ მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა.

„კითხვაც ბევრი არაფერია: მან თქვა, რომ არც ერთი კვადრატული სანტიმეტრი ქართული მიწა არ დაკარგულა, დამატებითი ოკუპაცია არ მომხდარა მის მიერ აბსოლუტურად ინდივიდუალურად, ყველასთან შეუთანხმებლად მიღებული გადაწყვეტილების გამო; ჩამოვიდა ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ იქ ჩამოდის მდინარე, რომელსაც რუსები და ოსები არასდროს გადმოდიოდნენ, დღეს იმ მდინარის აქეთ, მილიონი კვადრატული მეტრი ტყე არის ოკუპირებული, დგას ხუთი ახალი საგუშაგო ამ მდინარის აქეთ და მარტო ეს მილიონი კვადრატული მეტრი კი აღარ არის უკვე ოკუპირებული, ეს საგუშაგოები ისეთ ადგილას განლაგდა, რომ მინიმუმ ორი სოფელი, პრაქტიკულად მოწყვეტილია ქართული დასახლებებიდან და იქ ცხოვრებაც გახდა გაუსაძლისი. ეს არის კითხვა, რატომ გააკეთა, რატომ დაუშვა ასეთი რამე, თან აბსოლუტურად ყველასთან შეუთანხმებლად. იმ შემთხვევაშიც კი, ეს რომ სწორი გადაწყვეტილება ყოფილიყო, რაც მან გააკეთა, ეს არ იყო შეთანხმებული სუს-თან, პრემიერ-მინისტრთან, ამაზე ინფორმაცია არ ჰქონდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომლებსაც იქ აქვთ მისია. ეს ნიშნავს, რომ თვითშემოქმედებას ჰქონდა ადგილი, რაც დაუშვებელია მინისტრის მხრიდან. ამ კითხვაზე უნდა გასცეს პასუხი, ძალიან მარტივია მგონი და წესით, დიდხანსაც არ უნდა გაგრძელდეს, შესაბამისად, მე მხარს ვუჭერ, რომ მიეცეს საშუალება, ჩაერთოს და უპასუხოს ამ ძალიან მარტივ კითხვას.“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს