საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პარლამენტს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 12-ვე დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის რეკომენდაციით მიმართავს

საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პარლამენტს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 12-ვე დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის რეკომენდაციით მიმართავს.

კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე წარადგინა დასკვნა, რომლის მიხედვით, საგაზაფხულო სესიის განმავლობაში 26 პლენარული სხდომა გაიმართა და “გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა 26 სხდომიდან 26-ვე არასაპატიო მიზეზით გააცდინეს.

მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილებას პარლამენტი 1 ან 2 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე მიიღებს.

12 დეპუტატი, რომელთაც უფლებამოსილება პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო შეუწყდებათ არიან: - გიორგი გახარია, თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური, ლევან გოგიჩაიშვილი, ზაზა თავაძე, ბექა ლილუაშვილი, ნათია მეზვრიშვილი, ბერდია სიჭინავა, კახა ქემოკლიძე, როინ ქოჩორაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და ზვიად ძიძიგური.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ