მოსამართლემ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე 1-ელ ივლისს ჩანიშნული პროცესის გადადების თაობაზე შუამდგომლობა დააკმაყოფილა

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა, ბრალდებულ ირაკლი ქერაშვილის შუამდგომლობა 1-ელი ივლისის პროცესის გადადებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა.

ბრალდებულმა ირაკლი ქერაშვილმა, მოსამართლეს განუცხადა, რომ 1-ელ ივლისს ბრალდებული ონისე ცხადაძის მამის დაკრძალვაა და სოლიდარობის ნიშნად სხდომაზე გამოცხადებას არ აპირებენ, მაგრამ, რადგან სხდომებში მონაწილეობის მიღება სურთ, პროცესის გადადებას ითხოვენ.

"მოგეხსენებათ, 1 ივლისს ონისე ცხადაძის მამის დაკრძალვაა და სოლიდარობის ნიშნად, არ ვაპირებთ სხდომაზე გამოცხადებას. ვინაიდან, სხდომებში მონაწილეობა გვინდა, გთხოვთ, რომ გადადოთ ხვალინდელი პროცესი“, - განაცხადა სასამართლო სხდომაზე ირაკლი ქერაშვილმა.

აღნიშნულს პროკურორებიც დაეთანხმნენ და მოსამართლემ პროცესი 4 ივლისს გადადო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, მხარეებმა 4 მოწმე პოლიციელი გამოკითხეს და წერილობითი მასალები გამოიკვლიეს.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს