თამარ ჩერგოლეიშვილი - რეჟიმი ყოველ დღე კარგავს თავის წევრებს და ერთმანეთს ჭამს, ამ დროს ერთადერთი ადეკვატური ნაბიჯი სწორ გზაზე ძალისხმევის გაერთიანებაა

„ფედერალისტები“ ვუერთდებით ბოიკოტს, რადგან ეს არის თანმიმდევრული გზა და თანმიმდევრულობა არის ჩვენი ძალა, - ამის შესახებ "ფედერალისტების" ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა პარლამენტის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ოპოზიციურმა პარტიებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არმონაწილეობასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

ჩერგოლეიშვილის თქმით, სწორმა გზამ „ქართული ოცნება“ იქამდე მიიყვანა, რომ „რეჟიმი ყოველ დღე კარგავს წევრებს და ერთმანეთს ჭამს“, ამ დროს კი ოპოზიციის მხრიდან ერთადერთი ადეკვატური ნაბიჯი ძალისხმევის გაერთიანებაა.

"ჩვენთვის, ფედერალისტებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სწორი გზით ვიაროთ. სწორი გზა არის ის, რამაც რეჟიმი ამ ჟამამდე მოიყვანა, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ის ყოველ დღე კარგავს თავის წევრებს და ერთმანეთს ჭამს. ამ დროს ერთადერთი ადეკვატური ნაბიჯი არის სწორ გზაზე ძალისხმევის გაერთიანება. ეს სწორი გზა არის რეჟიმის იზოლაცია, მისი მარტო დატოვება და არაღიარება ყველა დონეზე - საერთაშორისო დონეზე, ეროვნულ დონეზე და ადგილობრივ დონეზე.

ჩვენ, ფედერალისტები ვუერთდებით ბოიკოტს იმიტომ, რომ ეს არის თანმიმდევრული გზა და თანმიმდევრულობა არის ჩვენი ძალა", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა