აკაკი ბობოხიძე - დროა, ბრძოლაში შემოგვიერთდნენ დანარჩენი პოლიტიკური პარტიები და არაღიარების პოლიტიკა მივიყვანოთ ბოლომდე - ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც რეჟიმს დაასრულებს

დროა, ბრძოლაში შემოგვიერთდეს ყველა დანარჩენი პოლიტიკური პარტია და არაღიარების პოლიტიკა მივიყვანოთ ბოლომდე, - ამის შესახებ განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტთან დაკავშირებით რვა ოპოზიციური პარტიის ერთობლივი განცხადების შემდეგ.

აკაკი ბობოხიძის თქმით, თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი არის ერთადერთი გზა, რომელიც „რეჟიმს“ დაასრულებს იმაზე უფრო ადრე, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ“.

„ევროპული საქართველო“ უერთდება ამ განცხადებას. არ შეიძლება ადამიანები, რომლებიც არ აურჩევია ქართველ ხალხს, წარმოადგენდნენ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს სახელმწიფოს. ისინი უნდა დარჩნენ იზოლირებული როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. დროა ამ ბრძოლაში შემოგვიერთდეს ყველა დანარჩენი პოლიტიკური პარტია და არაღიარების პოლიტიკა მივიყვანოთ ბოლომდე. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც ამ რეჟიმს დაასრულებს იმაზე უფრო ადრე, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ და ალბათ, ცოტა უფრო გვიან, ვიდრე ჩვენ გვინდა, მაგრამ აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

რვა ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და უარს ამბობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.

განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებულ რეალობაში საარჩევნო პროცესში მონაწილეობა არ მოემსახურება მოქალაქეების ინტერესებს და მხოლოდ "ლეგიტიმაციის ფასადს შეუქმნის უკანონო რუსულ რეჟიმს".

რვა ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ გამარჯვების გზა "რეჟიმთან სრულ ართანამშრომლობაზე გადის" და საქართველოს მოქალაქეებთან ერთად საერთო ეროვნულ წინააღმდეგობას აგრძელებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა