თეთრი სახლის ცნობით, დონალდ ტრამპი სირიისთვის სანქციების მოხსნის ბრძანებას ხელს მოაწერს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორშაბათს ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც შეწყდება აშშ-ის სანქციების პროგრამა სირიის წინააღმდეგ.

ამის შესახებ ინფორმაციას Reurers-ი ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ამით დასრულდება ქვეყნის იზოლაცია საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან, რაც შეესაბამება ვაშინგტონის დაპირებას, დაეხმაროს სირიას დამანგრეველი სამოქალაქო ომის შემდეგ აღდგენაში.

თუმცა, თეთრი სახლის თანახმად, სანქციები შენარჩუნდება რიგი პერსონების მიმართ.

"ეს ნაბიჯი აშშ-ს საშუალებას მისცემს შეინარჩუნოს სანქციები სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის, მისი თანამოაზრეების, ადამიანის უფლებების დამრღვევების, ნარკოტიკებით მოვაჭრეების, ქიმიური იარაღის საქმიანობასთან დაკავშირებული პირების, „ისლამური სახელმწიფოსა“ და ISIS-ის შვილობილი და ირანის მოკავშირეების მიმართ", - განუცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა კაროლინ ლევიტმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე.

როგორც გამოცემა წერს, ასადი დეკემბერში ისლამისტების ხელმძღვანელობით მოქმედმა ამბოხებულებმა დაამხეს და მას შემდეგ სირიამ ნაბიჯები გადადგა საერთაშორისო კავშირების აღსადგენად, მაგრამ ქვეყანა კვლავ არასტაბილურია.

სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარა და ტრამპი მაისში ერ-რიადში შეხვდნენ, სადაც, პოლიტიკის მნიშვნელოვანი ცვლილების შედეგად, ტრამპმა მოულოდნელად გამოაცხადა, რომ გააუქმებდა აშშ-ის სანქციებს სირიის წინააღმდეგ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე