კანადამ უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან 1.7 მილიარდი დოლარი გადასცა

კანადამ უკრაინას, „დიდი შვიდეულის“ ინიციატივის ფარგლებში, გაყინული რუსული აქტივებიდან დაახლოებით 1.7 მილიარდი აშშ დოლარი გადასცა, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

პრემიერის ინფორმაციით, უკრაინამ კანადისგან, ERA ინიციატივის ფარგლებში, დაახლოებით 1.7 მილიარდი აშშ დოლარი (2.3 მილიარდი კანადური დოლარი) მიიღო, რაც დასავლეთში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით არის უზრუნველყოფილი.

შმიგალის განცხადებით, ამ ტრანშთან ერთად, უკრაინამ, წლის დასაწყისიდან, რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივებიდან უკვე მიიღო დაახლოებით 17.6 მილიარდი დოლარი.

„მადლობელი ვარ კანადის, პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის და ამ პროგრამაში ჩართული ყველა ადამიანის. ჩვენ მოვითხოვთ გაყინული რუსული სახსრების სრულ კონფისკაციას. ისინი საჭიროა აგრესიის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გადასახდელად და ჩვენი სახელმწიფოს აღსადგენად. ეს ასევე იქნება სამართლიანობის აქტი მომავალში აგრესიული ომების თავიდან ასაცილებლად“, - წერს დენის შმიგალი.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ