ჟურნალ „რიწის“ 50-ე წლის საიუბილეო ნომრის პრეზენტაცია და „მე, აფხაზეთისთვის“ 2025 წლის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ჟურნალ „რიწის“ 50-ე წლის საიუბილეო ნომრის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჟურნალი „რიწა“ 1975 წლიდან გამოიცემა, თავდაპირველად სოხუმში, ხოლო შემდეგ დევნილობაში განაგრძო არსებობა.

„განახლებული გამოცემა ორენოვანია და მასში შესულია აფხაზეთელი პოეტებისა და მწერლების ნამუშევრები ქართულ და აფხაზურ ენებზე.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს პროექტის „მე, აფხაზეთისთვის“ ნომინანტების დაჯილდოება გაიმართა.

2025 წლის წარმატებული აფხაზეთელები სიმბოლური საჩუქრებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ დააჯილდოვეს.

მიმდინარე წლის ნომინანტები გახდნენ:

გურამ ოდიშარია - ქართველი პოეტი, მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე, ათზე მეტი ეროვნული და საერთაშორისო პრემიის ლაურეატი;

ილია თოფურია - აფხაზეთიდან დევნილი ქართველი სპორტსმენი, UFC-ის ჩემპიონი;

ბაჩანა ჭანტურია - ქორეოგრაფი, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელი;

გიორგი ეთერია - სოხუმში დაბადებული მხატვარ-მოქანდაკე;

ელენე მიქაბერიძე - აფხაზი რეჟისორი;

დაურ ბუავა - აფხაზი ბლოგერი;

ანზორ კუდბა - აფხაზი მწერალი, რომანებისა და მოთხრობების კრებულის ავტორი;

თორნიკე ჯობავა - ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე;

ირინა ხაბურზანია - აფხაზეთიდან დევნილი ფეხბურთელი;

სოფო ფანცულაია - სოხუმელი ბალერინა;

მურმან (მურო) გაგოშიძე - ნაციონალურ ბალეტ „სუხიშვილების“ სოლისტი და ქორეოგრაფი.

პროექტი „მე, აფხაზეთისთვის“ ყოველწლიურ სახეს ატარებს, რომლის მიზანია საზოგადოებამ გაიცნოს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, წარმატებული ადამიანები აფხაზეთიდან.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე