მიხეილ ჯანელიძე - მინდა სოლიდარობა და თანადგომა გამოვხატო საგარეო უწყების თანამშრომლების მიმართ, ისევე როგორც სხვა საჯარო მოხელეების მიმართ, ვისაც მოუწია დიპლომატიური სამსახურის დატოვება პოლიტიკური დევნის გამო

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე სოლიდარობას უცხადებს საგარეო უწყების თანამშრომლებს და ყველა საჯარო მოხელეს, რომელთაც მისივე თქმით, „დიპლომატიური სამსახურის დატოვება პოლიტიკური დევნის გამო მოუწიათ“. აღნიშნულის შესახებ მიხეილ ჯანელიძე „ფეისბუქზე“ წერს.

„მინდა სოლიდარობა და თანადგომა გამოვხატო საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართ, ისევე როგორც სხვა საჯარო მოხელეების მიმართ, ვისაც მოუწიათ დიპლომატიური სამსახურის დატოვება პოლიტიკური დევნის გამო. უმეტესობას ვიცნობ და შემიძლია ვთქვა, რომ არიან ძალიან კვალიფიციური და პატრიოტი დიპლომატები. ვიცი, რა რთულია მათთვის დიპლომატიურ სამსახურზე უარის თქმა, მაგრამ უფრო რთული იქნებოდა შეგუება ქვეყნის საგარეო და შიდა პოლიტიკური კურსის ცვლილებასთან“, - წერს მიხეილ ჯანელიძე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე