პეტრე ცისკარიშვილი ბრიტანეთის საგარეო უწყებაში საქართველოს რწმუნებულის დაბარებაზე - „ქოცების“ სტილი გახდა, რომ პარტნიორ სახელმწიფოებს თავს დაესხან, ხოლო რუსეთთან ენის მოჩლექით უნდა ისაუბრონ - ეს დასავლეთში შეუმჩნეველი არ რჩებათ

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში „ქოცების“ სტილი გახდა, რომ ჩვენ პარტნიორ დემოკრატიულ სახელმწიფოებს თავს დაესხან, ხოლო რუსეთთან, როგორც მათი წესი და რიგია, ენის მოჩლექით უნდა ისაუბრონ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის დაბარებას.

ცისკარიშვილის თქმით, „რუსეთთან ენის მოჩლექით საუბარი დასავლეთში შეუმჩნეველი არ რჩებათ“.

„ქართული საზოგადოების მთავარი ამოცანა და მისწრაფება არის ევროპაში გაწევრიანება, როგორც დიდ პოლიტიკურ/ეკონომიკურ სივრცეში. ამ პოლიტიკურ/ეკონომიკური სივრცის ნაწილი არის, ასევე გაერთიანებული სამეფო და ის ჩვენი დიდი გულშემატკივარი სახელმწიფოა. მათ შემთხვევით არ დაუნიშნავთ პირდაპირი რეისები და მათ აქვთ სურვილი, რომ საქართველოც იხილონ ევროპასთან ერთიან პოლიტიკურ/ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრირებული.

გაერთიანებული სამეფო მთლიანობაში ბუნებრივად არის ძალიან მტკივნეული გეოგრაფია ივანიშვილისთვის და მისი რეჟიმის წარმომადგენლებისთვის, ისევე, როგორც სხვა რუსი ოლიგარქებისთვის იმიტომ, რომ სწორედ ლონდონში და დიდ ბრიტანეთში ინახავენ ეს ადამიანები მოპარულ ფულს და კაპიტალს. ამის მონიტორინგი, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო სერიოზული და სკრუპულოზური იქნება მომავალში და მათ ძალიან სტკივათ ის მოსალოდნელი სანქციები, რაც, დიდი ალბათობით, დაეკისრებათ ამ ადამიანებს“, განაცხადა ცისკარიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე