ნინო წილოსანი - ელენე ხოშტარიას ფეხის ბაკუნს მხოლოდ მისნაირი რადიკალები აჰყვნენ - მისმა გადაწყვეტილებამ, ოპოზიციონერი კოლეგები დაეშანტაჟებინა, ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო

ელენე ხოშტარიამ გადაწყვიტა, რომ საკუთარი კოლეგებისთვის, მისნაირი რადიკალებისთვის ფეხები დაებაკუნებინა და მოეთხოვა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ეთქვათ, თუმცა შედეგად ის მიიღო, რომ ძალიან მალე კვების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას გამაცხადა.

მისი თქმით, „ელენე ხოშტარიას ფეხის ბაკუნს მხოლოდ და მხოლოდ მისნაირი რადიკალები აჰყვნენ“.

ელენე ხოშტარიამ გადაწყვიტა, რომ საკუთარ კოლეგებისთვის, მისნაირი რადიკალებისთვის ფეხები დაებაკუნებინა და მოეთხოვა არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა, თუმცა შედეგად ის მიიღო, რომ ძალიან მალე კვების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდა. მიიღო ასევე ის, რომ იგივე პარტიები, რომლებიც იქამდეც ვიცოდით, რომ რადიკალურები და ექსტრემისტულები იყვნენ, არ აღიარებენ დემოკრატიის ელემენტარულ პრინციპებს. ასევე, ამბობენ რომ არანაირ არჩევნებში არ მიიღებენ მონაწილეობას.

არანაირი ცვლილება არ მომხდარა - ელენე ხოშტარიას ფეხის ბაკუნს მხოლოდ და მხოლოდ მისნაირი რადიკალები აჰყვნენ. აჰყვნენ ისინი, ვინც აქამდეც ამბობდნენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. მისმა გადაწყვეტილებამ, რომ საკუთარი ოპოზიციონერი კოლეგები დაეშანტაჟებინა, ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. ფაქტია, რომ გახარია და „ლელო“ ისევ აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი შიში და რისკი აქვთ იმისა, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაუარესებული შედეგებით არ გამოვიდნენ ამ არჩევნებიდან“, - განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და მასთან ერთად გედევან ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვიტეს. მანამდე კი, რვა ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ უარს ამბობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ