პარლამენტმა  „სისხლის სამართლის კოდექსში" მარიხუანასა და კანაფთან დაკავშირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო „სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებები, რომელიც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებებისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, „სისხლის სამართლის კოდექსიდან" ამოღებული იქნება ის მუხლი, რომელიც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას არეგულირებს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს მუხლი მსუბუქ სანქციებს ითვალისწინებს.

„წლების განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულია იმგვარი გადაწყვეტილებები, რომლებმაც საბოლოო ჯამში, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებასა და გავრცელებას შეუწყო ხელი. კამპანიური ხასიათის ღონისძიებები ხორციელდებოდა, თითქოს მარიხუანა არის მსუბუქი ნარკოტიკული საშუალება. ანალოგიური კამპანია იწარმოებოდა ე.წ. კლუბურ ნარკოტიკებთან დაკავშირებითაც, რამაც საბოლოო ჯამში, ამ საშუალების მოხმარების ზრდა გამოიწვია. აღნიშნული ფაქტი აწუხებს საზოგადოებას და წარმოადგენს პრობლემას ჩვენი მომავლისათვის. თუ გვინდა, რომ ჩვენს მომავალზე ვიზრუნოთ, აუცილებელია არსებობდეს ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ამ საშუალების გავრცელებას და მოხმარებას", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცვლილების თანახმად, მცირე ოდენობით კანაფის - 10 გრამამდე, მარიხუანას - გამომშრალი 5 გრამამდე, ხოლო ნედლის - 10 გრამამდე შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორების შემთხვევაში იგივე ქმედება გამოიწვევს სასჯელის სახით ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან/და თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

სისხლის სამართლის დასჯადი ოდენობის, მცენარე კანაფის შემთხვევაში - 10 გრამიდან 155 გრამამდე, გამომშრალი მარიხუანას შემთხვევაში - 5 გრამიდან 70 გრამამდე, ხოლო ნედლი მარიხუანას შემთხვევაში - 10 გრამიდან 140 გრამამდე, შეძენა, შენახვა გამოიწვევს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

არჩილ გორდულაძის თქმით, გამკაცრებული რეგულაციებია გათვალისწინებული მარიხუანასა და მცენარე კანაფის კულტივაცია და რეალიზაციასთან დაკავშირებითაც.

„ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანას, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციაში ხელშეწყობა ზუსტად იმავე წესით დაისჯება, როგორც რეალიზაციისთვის. ეს ცვლილება ე.წ. დამდებებზე გავრცელდება, ანუ იმ ადამიანებზე, რომლებიც საჯარო სივრცეში ნარკოტიკულ საშუალებებს დებენ", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს