გიორგი ბუტიკაშვილი - გახარია თუ გერმანიიდან აპირებს პარტიის მართვას და არჩევნებში შესვლას, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, “ლელოც” მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, კარგად იციან და კვლევებიდანაც დაინახავდნენ, რომ შანსი არ აქვთ არც თბილისში და არც არსად

გიორგი გახარია გერმანიიდან თუ აპირებს პარტიის მართვას და ასე შესვლას არჩევნებში, არ ვიცი, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ “ლელოც” მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ მათაც კარგად იციან და კვლევებიდანაც კარგად დაინახავდნენ, რომ შანსი არ აქვთ არც თბილისში და არც არსად, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” განაცხადა.

მისი თქმით, კვლევებმა, რომელიც გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ ადგილობრივ არჩევნებს ხალხის მხარდაჭერა არ აქვს და ამომრჩეველი მასში მონაწილეობას არ აპირებს.

“რვა პარტიამ დაასრულა დისკუსია, რომელიც ჩვენ ისედაც დასრულებული გვქონდა, დანარჩენი პარტიები, თუნდაც ქალბატონი სალომეს ფორმატში, ამაზე სკანდირებდნენ და მსჯელობდნენ, ამაზე დისკუსიის თემა კი შემოიტანა “ლელომ”, ეს იყო მისი ამოცანა, რომ ამაზე გამართულიყო მსჯელობა, ოღონდ მსჯელობა არ უნდა გაიმართოს 4 აგვისტომდე, როდესაც არის დედლაინი, ახლაც ვმსჯელობდით, მაგრამ ეს მსჯელობა 4 აგვისტომდე ვერ გაგრძელდებოდა, წერტილი იყო დასასმელი. რვა პარტიამ დავსვით წერტილი, “ლელო” კიდევ მსჯელობს, ერთმანეთში თუ გახარიასთან, ვერ გავარკვიე, მაგრამ მსჯელობს და მასაც ექნება პასუხი.

იმედია, ის კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა, მათ დაეხმარებათ, გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღონ და გამოაცხადონ თავისი გადაწყვეტილება. რაც შეეხება გახარიას, გერმანიიდან თუ აპირებს პარტიის მართვას და ასე შესვლას არჩევნებში, არ ვიცი, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ “ლელოც” მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ მათაც კარგად იციან და კვლევებიდანაც კარგად დაინახავდნენ, რომ შანსი არ აქვთ არც თბილისში და არც არსად, კვლევებმა აჩვენეს, რომ მხარდაჭერა არ ექნება არჩევნებს, არ მივა ხალხი და არ მიიღებს მონაწილეობას”, - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

შეგახსენებთ, სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ISSA-ს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების ნაწილი გაასაჯაროვა. კაჭკაჭიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვა საქართველოს მოსახლეობაში, 2 000 რესპონდენტზე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით სამოქალაქო „საზოგადოების ფონდის დაკვეთით“ ჩატარდა, საველე სამუშაოები კი 30 ივნისს დასრულდა. ამავე ინფორმაციის თანახმად, ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებში: ა) წამყვანია ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტის იდეა (43.3%); ბ) ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ემხრობა - 26.2%, გ) ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის უპირობო მონაწილეობას მხარს უჭერს - 20.5%. ამასთან, კაჭკაჭიშვილი კვლევაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას, ყოველგვარი დათქმის გარეშე, გამორჩეულად უჭერენ მხარს „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები (70.4%).

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია