ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება - არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის შვიდი პირი შიმშილობს

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. პროტესტის უკიდურეს ფორმას დღეს კიდევ ორმა მაღაროელმა მიმართა, ამ დროისთვის, შვიდი ადამიანი შიმშილობს, სამს კი პირი აქვს ამოკერილი. ისინი უარს აცხადებენ სამედიცინო დახმარებაზე. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ერთ-ერთი "მაღაროელი" ავრცელებს.

პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა დაკავებული ოთხი მაღაროელის გათავისუფლებაა.

"დღეს პროტესტის 124-ე და შიმშილობის 13-ე დღეა. შიმშილობა და პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ პირში სული გვექნება.

პროტესტის მთავარი მიზეზი და ერთადერთი მოთხოვნაა ჩვენი უსამართლოდ დაკავებული ოთხი თანამებრძოლის გათავისუფლება.

დღეს უკიდურესი ფორმის პროტესტს კიდევ ორი მოშიმშილე შეუერთდა — ამჟამად შიმშილობს შვიდი ადამიანი, ხოლო სამ მათგანს პირი აქვს ამოკერილი - მირზა ლოლაძე, გოგა აბესაძე, შავლეგ გოგსაძე.

შიმშილობენ: ტარიელ მიქაცაძე, სიმონ მიქაცაძე, ჯანო ლაბაძე, მერაბ სარალიძე (ციხეში).

ასე ხდება, როდესაც უსამართლობას ვერ სჯაბნი — იძულებული ხარ, საკუთარი ჯანმრთელობით გარისკო.

შეგახსენებთ, რომ მოშიმშილეები უარს აცხადებენ სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე და თავიანთი ჯანმრთელობის მონიტორინგზე.

თავისუფლება და სოლიდარობა ბიჭებს!", - წერს მაღაროელი.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს